ტრენდული

“ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კი არა, ბი­ძი­ნა დაბ­რუნ­და” – გა­ნახ­ლებული შე­ტე­ვე­ბი და კობახიძის დაჯგუფების სარგებელი – გია ხუხაშვილი
ახალი ამბები

„ჩემთვის არ არის სულ ერთი ივანიშვილის ბედი, არ გამიხარდება მისი ცუდი, ამიტომაც შევთავაზე გამოსავალი, რომ გადარჩეს“ – გია ხუხაშვილი

ავტორი - ალია
16:38 06-26-2022
0

თამო კეშელავა „ალიას“ ესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი: - რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილს შესთავაზეთ "კრი­ზი­სის გა­და­ლახ­ვის საგ­ზაო რუქა" - ევ­რო­კავ­შირ­ში...

“გადადგეს ღარიბაშვილი და…” – რა მოთხოვნები გაჟღერდა აქციაზე და სადამდე მისცა ხელისუფლებას ვადა?

“გადადგეს ღარიბაშვილი და…” – რა მოთხოვნები გაჟღერდა აქციაზე და სადამდე მისცა ხელისუფლებას ვადა?

21:42 06-24-2022
“რატომ გვყავს ამდენი აბდალა პარლამენტში? რატომაა ჩემი ქვეყნის სახე ღარიბაშვილი?” – ირმა გორდელაძე

“რატომ გვყავს ამდენი აბდალა პარლამენტში? რატომაა ჩემი ქვეყნის სახე ღარიბაშვილი?” – ირმა გორდელაძე

21:20 06-24-2022
“არ ვარ ნამყოფი… აი, რაზე ჩავიდე დღეს საოკუპაციო ხაზთან?!” – კობახიძე

“არ ვარ ნამყოფი… აი, რაზე ჩავიდე დღეს საოკუპაციო ხაზთან?!” – კობახიძე

18:27 06-24-2022
ევროპულმა პარლამენტმა უკრაინა-მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

რეკომენდაციები, რომლის შესრულების შემთხვევაშიც კანდიდატის სტატუსს მივიღებთ – სია

00:04 06-24-2022
  • რეკლამა
  • კონტაქტი
20:20, კვირა, 26 ივნისი, 2022
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

საქართველო ITB Berlin 2023-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება

ალია ავტორი - ალია
18:59 05-19-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
81

ტურიზმის სფეროში  ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენასთან თანამშრომლობის შესახებ  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორმა დევიდ რუცმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

„თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერით საქართველომ ოფიციალურად დაადასტურა ბერლინის საერთაშორისო გამოფენაში მასპინძელი ქვეყნის რანგში მონაწილეობა. ჩვენ განაცხადი ჯერ კიდევ პანდემიამდე გავაკეთეთ და კონკურსის შედეგად დავამარცხეთ ბევრი ისეთი ქვეყანა, რომლებსაც ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი. საქართველო იქნება მსოფლიოს წამყვანი ტურისტული გამოფენის მასპინძელი ქვეყანა 2023 წელს, როდესაც პანდემიის შემდეგ ბერლინში გამოფენა პირველად ჩატარდება რეალურ ფორმატში. ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს მონაწილეობა უფრო მეტად შედეგიანი იქნება საქართველოს ტურიზმის სექტორის კიდევ უფრო წასახალისებლად და პოპულარიზაციისთვის“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ITB Berlin-ის გამოფენასთან თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ.

2023 წელს საქართველოს  ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა  უდიდესი შესაძლებლობაა მთელ მსოფლიოში ქვეყნის ტურისტული მიმართულების წარდგენის.

მასპინძელი ქვეყნის სტატუსით საქართველოს საშუალება ეძლევა ტურისტული პროდუქტები გააცნოს გამოფენის  200 ათას ვიზიტორს, მათ შორის 100 ათას ბიზნეს-ვიზიტორს და  გამოფენის მრავალ მილიონიან სატელევიზიო მაყურებელს.

მასპინძელი სტატუსის მინიჭებით საქართველო საერთაშორისო მედია კამპანიებში იქნება ჩართული,  რაც ონლაინ,  სატელევიზიო, რადიო და ბეჭდურ მედიას მოიცავს.

„საქართველო მსოფლიოში გამორჩეულია ბუნებით, ეს არის ქვეყანა, რომელიც ძალიან კარგად იციან, მაგრამ მაინც  აღმოუჩენელია მისი იდუმალი სამყარო.  სწორედ ამიტომ შეირჩა საქართველო და ვფიქრობ მომავალ წელს ბერლინის გამოფენაზე  საქართველო დიდ ნახატს შექმნის, რომელიც განთავსდება მსოფლიო სცენაზე, ჩვენ ვიხილავთ საქართველოს უდიდეს ტურისტულ პოტენციალს. ძალიან მნიშვნელოვანია საჰაერო კავშირები და ძალიან მოხარული ვარ, რომ ქუთაისის ახალი აეროპორტიდან სრულდება პირდაპირი ავიარეისები.“ – აცხადებს  ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორი დევიდ რუეთზი.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ მსოფლიოს წამყვანი გამოფენა ITB Berlin და საქართველო შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე. მე აქ მყოფ ITB Berlin-ის, კომპანიების წარმომადგენლებს, გერმანელ ჟურნალისტებს ვუთხარი, რომ ბერლინის გამოფენამ შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარტნიორ ქვეყნად დასახელებით, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც ტურისტებს უნიკალურ, მდიდარ გამოცდილებას სთავაზობს. მე ველოდები ძალიან ბევრ გერმანელ ტურისტს საქართველოში“ – აცხადებს გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში.

ITB Berlin წარმომადგენლებს, გერმანული ტურისტული კომპანიებისა და პრესის წარმომადგენლებს  საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასპინძლობს. საქართველოში ვიზიტის  ფარგლებში,  გერმანული ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურიზმის სექტორის წევრებს შეხვდებიან.

ITB Berlin პირველად საზღვარგარეთ, საქართველოში მართავს B2B ფორმატის ღონისძიებას. გერმანიის ტურ-ოპერატორებსა და ქართველ კოლეგებს შორის გაიმართება დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატშიც.

„ეს შესაძლებლობას გვაძლევს არამხოლოდ გერმანულ ბაზარზე, არამედ მსოფლიო მასშტაბით პოზიციონირება გავაკეთოთ ჩვენი კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტის, ეს  გაზრდის ტურისტულ ნაკადს და რაც მთავარია შემოსავლებს ტურიზმიდან, ასევე კიდევ უფრო დააჩქარებს ტურიზმის აღდგენის დინამიკას და არამხოლოდ გაუთანაბრდება 2019 წლის მაჩვენებელს, არამედ კიდევ უფრო გაიზრდება. ძალიან საინტერესოა, რომ პირველად ITB Berlin-ის გამოფენას აქვს გასვლითი ღონისძიება. ჩვენ გერმანიიდან ჩამოყვანილი გვყავს ტურ-ოპერატორები, რომლებსაც B2B ფორმატში შეხვედრები აქვთ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რაც ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რომ  წინამოსამზადებელი სამუშაოების დროს გაეცნონ ერთმანეთს და პოტენციური პარტნიორები შეიძინონ. ეს დაგვეხმარება კიდევ  უფრო მომზადებული ვიყოთ გამოფენისთვის და წარდგენილები ძალიან ღირსეულად“ – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

საქართველოს ტურისტული პოტენციალის უკეთ გასაცნობად, გამოფენის ორგანიზატორებთან ერთად გერმანული ტურისტული კომპანიებისა და  მედიის წარმომადგენლები ქვემო ქართლსა და კახეთს ეწვივნენ.

ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი სამოგზაურო სავაჭრო გამოფენაა. კოვიდ პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 181 ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113,500 ბიზნეს ვიზიტორი სტუმრობდა.

 

საქართველოს ტურისტული ვებ-პორტალის სანახავად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://georgia.travel/

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ქილერთან” ხელმოწერილი კონტრაქტი უკვე მეცხრე წელია მოქმედებაშია” – გია ხუხაშვილი
ახალი ამბები

„კობახიძეს და ოხანაშვილს ახლა ჰგონიათ, თუ ხელისუფლებას ჩამოშორდებიან, პირველივე ხეზე ჩამოკიდებენ…“ – გია ხუხაშვილი

17:52 06-26-2022
“მაგთიკომს მომხმარებლები უჩივიან – რა ხდება თბილისის ერთ-ერთ უბანში?
ახალი ამბები

“მაგთიკომს მომხმარებლები უჩივიან – რა ხდება თბილისის ერთ-ერთ უბანში?

16:55 06-25-2022
„ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების სია – ის, რაც მათ ჰქონდათ და სხვებს ართმევენ
ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების სია – ის, რაც მათ ჰქონდათ და სხვებს ართმევენ

23:33 06-24-2022
“საგანგაშოდ მივიჩნევთ… გწერთ, რომ გაგიზიაროთ შეშფოთება… მთავრობის პასუხისმგებლობა…” – 25 საელჩოს წერილი პრემიერს და 3 მინისტრს
ახალი ამბები

რა იყო ღარიბაშვილის ცვლილების მიზეზი, რას შეიძლება აპირებდეს ივანიშვილი და რა გზა დაუტოვა ხელისუფლებამ ხალხს?

20:54 06-24-2022

ბიზნესი

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის
ბიზნესი

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის

17:33 06-23-2022
“პაციენტსა და ექიმს შორის კავშირი და ნდობა, მთავარია მკურნალობისას” – რთული ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელიც 15 წლის მოზარდს ჩაუტარდა
ახალი ამბები

“პაციენტსა და ექიმს შორის კავშირი და ნდობა, მთავარია მკურნალობისას” – რთული ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელიც 15 წლის მოზარდს ჩაუტარდა

17:24 06-22-2022
გარემოს დაცვის მინისტრი  „არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის  ფარგლებში შესრულებულ პროექტებს გაეცნო
ახალი ამბები

გარემოს დაცვის მინისტრი „არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში შესრულებულ პროექტებს გაეცნო

15:23 06-22-2022
ბილაინი აბონენტებს ახალ ხმოვან პაკეტებს სთავაზობს
ბიზნესი

ბილაინი აბონენტებს ახალ ხმოვან პაკეტებს სთავაზობს

16:13 06-20-2022
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2021 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2021 Alia.ge - All rights reserved