• რეკლამა
  • კონტაქტი
12:32, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„საქართველო გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც კორონავირუსი გადააქცია შიშისზარის დამცემი ვირუსისგან რიგით რესპირაციულ ვირუსად“ – თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
19:59 11-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
168

საქართველო გახდა ერთ-ერთი პირველი ან შეიძლება საერთოდ პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც კორონავირუსი გადააქცია პანდემიური და შიშისზარის დამცემი ვირუსისგან რიგით რესპირაციულ ვირუსად, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

„ბევრი სვამს კითხვას, ჰონკონგის ვირუსი ან რინოვირუსი ან რესპირაციული ვირუსი უფრო საშიშია, ვიდრე კორონავირუსი. ეს ნიშნავს ერთს, რომ კორონავირუსი იმართება ძალიან კარგად და ჩვენ მას მოვერიეთ. მაინც კორონავირუსი რჩება პოტენციურად უფრო საშიშად, მაგრამ პრაქტიკულად მათ შორის სიმძიმეში განსხვავება წაიშალა. ეს რომ მესმის მიხარია, არა იმიტომ, რომ ისინი საშიშია, ისინი ჩვეულებრივად საშიშია, როგორც იყო, კორონავირუსი აღარაა საშიში, ჩვენ მოვერიეთ კორონავირუსს და ეს არის ძალიან კარგი დამადასტურებელი არგუმენტი იმისთვის, რომ საქართველო გახდა ერთ-ერთი პირველი ან შეიძლება საერთოდ პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც კორონავირუსი გადააქცია პანდემიური და შიშისზარის დამცემი ვირუსისგან რიგით რესპირაციულ ვირუსად“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე განცხადებით, კოვიდპანდემიის მართვის მხრივ საქართველოში არსებულმა კარგმა სიტუაციამ მოსახლეობაში მისი დასრულების შესახებ აზრი გააჩინა, თუმცა პანდემია ჯერ არ დამთავრებულა და ჯერ არც მთავრდება.

„კოვიდპანდემიის მიმართ საქართველოში ძალიან კარგმა სიტუაციამ გააჩინა ერთგვარი არასწორი შეხედულება მოსახლეობაში, რომ კოვიდპანდემია დამთავრდა ან მთავრდება, არა! ჯერ საქართველოშიც არ დამთავრებულა მთლიანად, მაინც არის ყოველდღიურად 100-დან 500-მდე შემთხვევა და ძალიან მცირე, მაგრამ გარდაცვალების შემთხვევებიც. მაგრამ მსოფლიოში ასე არაა, ყოველდღიურად ფიქსირდება 300-400 ათასი შემთხვევა და 1000-1500 გარდაცვალება. მკვეთრად მოიკლო ინტენსივობამ, პიკიდან გამოსული ვართ, ბოლო პერიოდში სტაბილურია, მაგრამ ჯერ დამთავრების პირი არ უჩანს, პირიქით, ბოლო პერიოდში, საერთო კლების ფონზე შეინიშნა რიგ ქვეყნებში, ევროკავშირში, ამერიკაში და განსაკუთრებით იაპონიაში მატება. გუშინ იაპონიაში იყო 60 ათასი ახალი შემთხვევა. როგორ შეიძლება დამთავრებაზე ლაპარაკი, როდესაც ყველაზე წარმატებულ ქვეყანაში კოვიდის მართვაში, იყო 60 ათასი შემთხვევა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ გადაცემაში განაცხადა, მსოფლიოში კორონავირუსის ორი ახალი შტამი ცირკულირებს, რომლებიც მომავალში დომინანტი გახდებიან, თუმცა ჯერ საქართველოში ისინი არ დაფიქსირებულა.

„ორი ახალი ქვევარიანტი ფიგურირებს ამჟამად მსოფლიოში და მალე გახდებიან ისინი დომინანტები, ამერიკაში უკვე აგხდნენ, ხოლო საქართველოში ჯერ ეს შტამები არ დაფიქსირებულა. საქართველოში იმდენად შემცირდა შემთხვევების რაოდენობა და ასევე ერთ მილიონ მოსახლეზე ჩვენთან არის 2-5-10-20-ჯერ ნაკლები სიკვდილიანობა, ვიდრე მსოფლიოს წამყვან ქვენებში, რომ ჩვენ არ ველოდებით, რომ მასშტაბურ ხასიათს მიიღებს ვირუსის ახალი შტამები. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ საქართველო შეინარჩუნებს ძალიან დაბალ დონეს, როგორც კორონავირუსის შემთხვევების, ასევე კორონავირუსით გარდაცვალების. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია.“

 

თეგები: თენგიზ ცერცვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved