• რეკლამა
  • კონტაქტი
21:52, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველო არ შეურიგდება, არ გამთლიანდება ბოლშევიზმთან, ფაშიზმთან და ნაციზმთან, ეს რეჟიმი ისტორიას ჩაბარდა – კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
12:29 12-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე, საყოველთაო შერიგების იდეის საპასუხოდ  იმ საქმეებს იხსენებს, რომელიც მისივე შეფასებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა.

როგორც ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს, “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმი ისტორიას ჩაბარდა.

„სიტყვა შერიგების პარალელურად ჩნდება ტერმინი ” საზოგადოების გამთლიანება”,- რაც თავისთავად სასიამოვნო ჟღერადობისა და სასარგებლო შინაარსის მატარებელია თუ საზოგადოება ორ ან მეტ ნაწილადაა გახლეჩილი. ჩვენს შემთხვევაში საზოგადოების გახლეჩასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ საზოგადოების ბრძოლასთან ბოროტების წინააღმდეგ, რომელმაც 9 წლიანი მმართველობის პერიოდში დაკარგა და გაასხვისა ტერიტორიების 20%.

საზოგადოების დაშინებისა და დატერორების მიზნით, ქუჩებში ჩახოცა 170 ზე მეტი ახალგაზრდა, ციხეებში დაამყარა სისტემური წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მართვის ფორმა, დახვრიტა მიტინგები და გვამები შემოყარა სახურავებზე, დახურა ან დაიმორჩილა თავისუფალი ტელევიზიები და მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, რეჟიმმა ნორმად აქცია მასობრივი თვალთვალი და მიყურადება, ბოლშევიკური მეთოდებით გააკულაკა ათი ათასობით ქართული ოჯახები, რომლებიც დღემდე დაეძებენ სამართალს და თხოულობენ წართმეულის დაბრუნებას.

ჯიბეში ჩაისვა სასამართლოები, – სადაც გამამართლებელი განაჩენი ათჯერ უფრო ნაკლები იყო, ვიდრე სტალინურ-ბოლშევიკური მმართველობის დროს.რეჟიმი მტკიცებულებების გარეშე, იჭერდა, აპატიმრებდა და აწამებდა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს. საქართველო იყო პირველ ადგილზე პატიმართა რაოდენობითა და სიკვდილიანობით.

პირველად საქართველოში ჩამოყალიბდა ისეთი ელიტარული კორუფცია, რომელიც კანონის მიღმა ხსნიდა და ხურავდა არაოფიციალურ ანგარიშებს, სადაც საპროცესო შეთანხმებისა და სხვაგვარი გარიგების გზით თავისუფლების სანაცვლოდ, ხალხს არიცხვინებდნენ დიდძალი ოდენობით თანხებს.

მოსახლეობის უპრეცედენტო რაოდენობა განსაკუთრებით ღამის 3 და 4 საათზე იღვიძებდა გარბოდა ნოტარიუსში და საკუთარ ქონებებს ჩუქნიდნენ სახელმწიფოსა თუ ხელისუფლებისათვის სასურველ პირებს. ეს იყო რეჟიმი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ, დიდი ძალისხმევისა და მსხვერპლის ფასად, არჩევნების გზით ჩამოაშორა ხელისუფლებას და გაისტუმრა პოლიტიკურ სანაგვეზე.

ვინც დღეს “შერიგებასა” და “ერის გამთლიანებაზე” საუბრობთ კარგად განმარტეთ რას გულისხმობთ ამ ტერმინში. საქართველო, ისევე როგორც ცივილიზებული და დემოკრატიული მსოფლიო, არ შეურიგდება, არ გამთლიანდება ბოლშევიზმთან, ფაშიზმთან და ნაციზმთან. ეს რეჟიმები ისტორიას ჩაბარდა და მის კუთვნილებად იქცა“. – წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved