• რეკლამა
  • კონტაქტი
09:42, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საპროკურორო საბჭო დღეს ირაკლი შოთაძეს მოუსმენს

ალია ავტორი - ალია
10:56 02-04-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

საპროკურორო საბჭოში გასაუბრების პროცესი გრძელდება. დღეს ორ კანდიდატს ყოფილ გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს და გელა ჩივაძეს მოუსმენენ. 

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, კითხვები ირაკლი შოთაძესთან ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით  აქვთ.

„ხორავას საქმეზე განცდილი კრახის შემდეგ, შოთაძეს ისევ აქვს პრეტენზია, გახდეს გენერალური პროკურორი. ამ საკითხებს შევეხებით. ამის გარდა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება ივანიშვილის მხრიდან პროკურატურის გამოყენება, როგორც პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორების და ოპონენტების დევნის ინსტრუმენტის. ბატონი შოთაძეც გახლავთ ერთ-ერთი ფიგურა, რომელიც ასრულებდა ამ დავალებებს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა. მან მთავარი პროკურორის თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს დატოვა.

მეორე კანდიდატი გელა ჩივაძე კი, საქართველოს გენერალური პროკურორის აპარატის უფროსი პროკურორის თანამდებობას იკავებდა. ის დღემდე სისხლის სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით.

ცნობისთვის, კონკურსში ამ დროისათვის 15 კანდიდატი მონაწილეობს, ორმა პირადი განცხადებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved