• რეკლამა
  • კონტაქტი
23:37, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საფრანგეთის პრეზიდენტი და ბრიტანეთის პრემიერი, მომდევნო კვირას, ვაშინგტონში ტრამპს შეხვდებიან

ალია ავტორი - ალია
11:51 02-20-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
107

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, მომავალ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად ვაშინგტონს ეწვევიან.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, მაიკ უოლცმა Fox News-თან განაცხადა, რომ შეხვედრაზე ლიდერები უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივებს განიხილავენ. უოლცმა საუდის არაბეთში, რუს ოფიციალურ პირებთან ბოლო მოლაპარაკებებს “პოზიტიური ნაბიჯი” უწოდა.

უოლცმა უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევროპელ ქვეყნებს უფრო აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

“ჩვენ მივესალმებით ევროპას. ჩვენ წლების განმავლობაში ვთხოვთ ევროპას გაძლიერდეს და მეტი წვლილი შეიტანოს არა მხოლოდ საკუთარ თავდაცვაში, არამედ უკრაინის დაცვაში,” – თქვა მან.

მანამდე, მაკრონიც და სტარმერიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრნენ, რომელმაც ევროპაში მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების საჭიროებას გაუსვა ხაზი.

იმის ფონზე, რომ აშშ, ევროპის ჩარევის გარეშე, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს აგრძელებს, ევროპელი ლიდერები, 17 თებერვალს, პარიზში, საგანგებო სამიტზე შეიკრიბნენ. 19 თებერვალს კი უფრო ფართო შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთისა და მისი მოკავშირეების “ერთიანი” პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved