• რეკლამა
  • კონტაქტი
08:07, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საფრანგეთი რუსეთის მარცხის აუცილებლობას იმაზე სერიოზულად ეკიდება, ვიდრე კრემლს ეგონა – კობერიძე

ალია ავტორი - ალია
01:21 03-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,501

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე: 

საფრანგეთის პრეზიდენტის ძალიან საინტერესო მიმართვა-ინტერვიუ მიმდინარეობს.

მან აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოება და მშვიდობა ახლა უკრაინაში წყდებაო. პუტინი არასანდო პოლიტიკოსია და ყველა ის პირობა თუ შეთანხმება რომელიც საფრანგეთთან ჰქონდა დადებული უბრალოდ დაარღვია და აგრესიაში გადათარგმნაო. რუსეთი საფრანგეთის ინტერესებს ებრძვის ყველგანო. ამით მაკრონმა, როგორც ჩანს რუსეთის მიერ ორგანიზებულ საფრანგეთის საწინააღმდეგო სამხედრო გადატრიალებებზე მიანიშნა აფრიკის კონტინენტზე, სადაც საფრანგეთის პოზიციები მკვეთრად დასუსტდა.

მან ხაზი გაუსვა საფრანგეთის პოზიციაზე და აღნიშნა, რომ თუკი მსოფლიოში წამყვან ძალად ყოფნა გსურს უნდა დაეხმარო შენს მოკავშირეებს და თუ ამას ასე არ იზამ და მტერი გაიმარჯვებს, მაშინ რამდენად სანდო სახელი გექნებაო.

ამასთან, მან ხისტად გადაჭრა: “კაპიტულაციას არასდროს მოაქვს მშვიდობა!”. მაკრონის ხაზგასმით მშვიდობა 2014 წლამდე საზღვრებზე დაბრუნებას შეუძლია მხოლოდ ახლა კი რეალური საფრთხე არამხოლოდ უკრაინას არამედ მოლდოვასაც უდგას და უნდა დავიცვათ მისი საზღვრებიო. ეს საკმაოდ საინტერესო განცხადებაა, რადგან აშკარაა რუსეთის მხრიდან წყება პროვოკაციებისა და პოლიტიკური ქაოსისა მოლდოვასთან მიმართებითაც არსებობს.

მან იარაღის წარმოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნდა გაიზარდოს თავდაცვა, მისი ბიუჯეტი და წარმოება არამხოლოდ საფრანგეთში არამედ უკრაინაშივეო. კრიტიკულად მნიშვნელოვანი მომენტია ეს მის ინტერვიუში, რადგან მან ამას მოაყოლა – დღეს ფინანსებზე და ყველა გარე თუ შიდა ფაქტორზე მნიშვნელოვანი აგრესორის მარცხიაო.

მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და აღნიშნა – ჩვენ საკმაოდ ბევრი ვილაპარაკეთ და მოვილაპარაკეთ, მაგრამ ახლა მოსალაპარაკებელი აღარც აღარაფერი დარჩაო. დღეს რუსეთის გამარჯვება საფრანგეთის ეგზისტენციალური საფრთხეაო.

მისი ინტერვიუდან ნათელი ხდება, რომ საფრანგეთი რუსეთის მარცხის აუცილებლობას იმაზე სერიოზულად ეკიდება, ვიდრე იგივე კრემლს ეგონა. გარდა ამისა, ნათელია ისიც, რომ საფრანგეთი ევროპის ლიდერის პოზიციის დაბრუნებას ცდილობს და არსებულ შანსს როგორც შეუძლია იყენებს.

მისი განცხადებიდან არ ჩანს რომ ფრანგულ დანაყოფებს აპრიორი ვიხილავთ მომდევნო დღეებში უკრაინაში (გამორიცხული არაფერია), მაგრამ სამხედრო-პოლიტიკური პათოსი პარიზის მხრიდან ძალიან მაღალია. ეს კი ბოლო 30 წლის განმავლობაში სრულიად შეცვლილ რეალობაზე მიუთითებს, რაც სხვა სახელმწიფოებსაც გაუჩენს მოტივაციას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved