• რეკლამა
  • კონტაქტი
05:04, ორშაბათი, 2 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საპენსიო ფონდი შეიძლება წაგებაზე გავიდეს”- რა ბედი ელის 1,3 მილიონი ადამიანის საპენსიო დანაზოგს?

ალია ავტორი - ალია
16:21 06-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,272

საპენსიო ფონდი, სადაც 1,3 მილიონი ადამიანის საპენსიო დანაზოგი ინახება, მოკლევადიან პერიოდში შეიძლება წაგებაზე გავიდეს. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ განაცხადა, “პალიტრანიუსის” ეთერში. მ

საპენსიო ფონდის შექმნიდან, ანუ 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის მაისამდე, ქვეყანაში ჯამურმა ინფლაციამ 34.28% შეადგინა, ხოლო ფონდის წმინდა ნომინალური ამონაგები 35.23% იყო. ფონდის თანახმად, სისტემის რეალური ამონაგები ამ პერიოდში მხოლოდ 0.71% იყო. მაღალი ინფლაციის კიდევ ერთი თვის პირობებში ეს ამონაგები შეიძლება უარყოფითი გახდეს.

„დღესდღეობით ინფლაცია მთავარი გამოწვევაა და ჩვენი მიზანია, რომ მას ვაჯობოთ, თუმცა უკანასკნელი თვეების განმავლობაში საპენსიო ფონდის რეალური მოგება მნიშვნელოვნად მცირდება. დავამატებდი, რომ შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდში ანუ მიმდინარე თვეებში მოგება კიდევ უფრო შემცირდეს, ან საპენსიო ფონდი წაგებაზე გავიდნენ. ჩვენი აზრით ახლა ინფლაცია პიკზეა და მის მნიშვნელოვან ზრდას აღარ ველოდებით. როგორც უკვე გითხარით, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია ისევ მაღალ ნიშნულზე იქნება, მაშინ საპენსიო ფონდი წაგებაზე იქნება“,- განაცხადა გოგა მელიქიძემ.

აღნიშნულის დასაბალანსებლად, საპენსიო სააგენტო უცხოურ აქტივებში – კერძოდ კი უცხოურ საფონდო ინდექსებში ინვესტიციებს ზრდის. ამ დროისთვის პორტფელის 10% სწორედ მათშია ინვესტირებული.

2022 წლის 27 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოში 2.43 მილიარდი ლარის აქტივები ინახება. ამ თანხიდან 2.07 მილიარდი ლარი მოქალაქეთა საპენსიო შენატანებია, 360 მილიონი ლარი კი მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი იყო.

საპენსიო აქტივების 81% ლარში, 19% კი უცხოურ ვალუტაშია ინვესტირებული. ბოლო ორი თვეა საპენსიო სააგენტომ უცხოური აქტივების შეძენა  დაიწყო, ფონდის 10% უცხოური კომპანიების აქციებში, 7.3% კი უცხო ქვეყნების სახაზინო ობლიგაციებშია ინვესტირებული.

წყარო – BM.GE

თეგები: საპენსიო დანაზოგისაპენსიო სააგენტოსაპენსიო ფონდი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved