• რეკლამა
  • კონტაქტი
21:14, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საპატრიარქოს რეგულაციები მედიას – “ჟურნალისტებმა სასულიერო პირებს “ბანდიტები” უწოდეს”

ალია ავტორი - ალია
15:56 10-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
248

საპატრიარქო ჟურნალისტებს რეგულაციებს უწესებს. საგანგებო ბრიფინგზე ანდრია ჯაღმაიძემ დღეს მედიის წარმომადგენლები წესრიგის დარღვევებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საპატრიარქო საკუთრების უფლებას გამოიყენებს და ჟურნალისტებს დიდ დღესასწაულებზე მხოლოდ მათთვის განკუთვნილი ადგილის დაკავების უფლება ექნებათ, გააკონტროლებენ მათ ქცევებს და რიგ შემთხვევებში მოსთხოვენ შესაბამის აკრედიტაციებს.

მან მედია სასულიერო პირების მიმართ თავდასხმებსა და კომენტარების ჩაწერის მიზნით, ეკლესიებსა და სახლებში “შეჭრაში” დაადანაშაულა და სხვადასხვა დროს გადაღებული ვიდეოკადრები აჩვენა, რომელიც მისივე თქმით, ჟურნალისტების მხრიდან წესრიგის დარღვევას ადასტურებს.

ჯაღმაიძის მტკიცებით, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე “მთავარი არხისა” და “ფორმულას” ჟურნალისტებმა სასულიერო პირებს “ბანდიტები” უწოდეს და უარი თქვეს მედიისთვის გამოყოფილი ადგილიდან მუშაობაზე. ჯაღმაიძემ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ცალკეულმა მედიამ ეს დღე არ გააშუქა როგორც დღესასწაული და მხოლოდ “მოგონილი სკანდალის” თემაზე სვამდა შეკითხვებს.

სავარაუდოდ, ჯაღმაიძემ პატრიარქის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია იგულისხმა, რომლის გადამოწმებასაც ჟურნალისტები უშუალოდ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან ცდილობდნენ და რომელზედაც თავადაც გააკეთა კომენტარი.

ანდრია ჯაღმაიძე:

საპატრიარქოში მიღებულია გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით, ვისარგებლოთ მსგავსად სხვა უწყებებისა  თუ ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაციები საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, რაც გამომდინარე საჭიროებიდან, ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე, აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს.

უკანასკნელ წლებში საქართველოში არც ერთ რელიგიურ ორგანიზაციას არ შექმნია იმდენი წინააღმდეგობა ცალკეული მედიასაშუალებებისა და ქართველი ჟურნალისტების მხრიდან, როგორც ქართულ მართლმადიდებლურ სამოციქულო ეკლესიას” თქვა ჯაღმაიძემ.

 

ცნობისთვის, საპატრიარქომ აღნიშნულ ბრიფინგზე “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფი არ შეუშვა. 

თეგები: ანდრია ჯაღმაიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved