უკრაინაში დღეს სამების ტაძრიდან ჰუმანტარული ტვირთის მესამე ნაწილი იგზავნება. საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ორგანიზებით, ტვირთის შეგროვების პროცესში ჩაერთო ყველა ეპარქია. 25 ათას ტონა ჰუმანტიარულ ტვირთს სქართველოს ფოსტის დახმარებით, საპატრიარქოს სახელით, ამჯერად უკრაინა პოლონეთის საზღვარზე ჩაიტანენ.
“ერთი თვე შესრულდა დღეს, რაც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, უკრაინაში გასაგზავნად, სურსათ-სანოვაგე და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები გროვდება. ყველამ ვიცით, როგორი მძიმე დღეები უდგას უკრაინას. საკმაოდ სოლიდური ტვირთი შეგროვდა. ეს ყველაფერი რამდენიმე სატვირთო ავტომობილით გაიგზავნება.
სასიხარულოა ის, რომ აქ იყო მთელი საქართველოს ეკლესია-მონასტრების ჩართულობა”, – განაცხადა მეუფე იოანემ.
კომენტარები