• რეკლამა
  • კონტაქტი
15:13, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საპატრიარქო : “რამდენიმე მონაზონს ნამდვილად დაუდასტურდა კორონავირუსი.”

ალია ავტორი - ალია
11:51 02-12-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
90

“შეზღუდვები გამკაცრებულია” – ასე ეხმაურება საპატრიარქო “მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც ვყვებოდით, რომ საპატრიარქოში სრული კარანტინია გამოცხადებული. 

ორგანიზაცია განმარტავს, რომ პატრიარქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მონაზვნები კი კორონავირუსის დადასტურების გამო, იზოლაციაში არიან. 

დღეს ,,მთავარი არხის” ეთერში საზოგადოებამ იხილა სიუჟეტი საპატრიარქოში კორონავირუსის გავრცელების გამო “სრული კარანტინის გამოცხადების” შესახებ.

გვინდ, განვმარტოთ, რომ საქართველოს საპატრიარქოში გარკვეული შეზღუდვები დაწესებულია და მოქმედებს პანდემიის დაწყების დღიდან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამასთან, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მაქსიმალურად ვიცავდით მედიკოსების რეკომენდაციებს.

პანდემიური ვითარების სირთულიდან გამომდინარე, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სიმკაცრის შეზღუდვები მოქმედებდა. დღეისათვის საპატრიარქოში ეს შეზღუდვები გამკაცრებულია, თუმცა შეუფერხებლად და შეუზღუდავად მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, სტუდია ,,გზაგასაყართან” ამზადებს გადაცემებს, მუშაობს კანცელარია, სამდივნო, პენიტენციურ სამსახურთან ურთიერთობის განყოფილება. შეზღუდვები მართლაც არის, თუმცა ,,სრული კარანტინი” გაზვიადებული განსაზღვრებაა.

საპატრიარქოს ტერიტორიაზე არსებულ მონასტერში სასულიერო პირების დაინფიცირების საკითხთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ რამდენიმე მონაზონს ნამდვილად დაუდასტურდა კორონავირუსი.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მონასტერი იზოლირებულია და შეხება არ აქვს იმ შენობასთან, რომელშიც განთავსებულია პატრიარქის რეზიდენცია.

რაც შეეხება ამჟამად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი პირადი ექიმის, ქალბატონი ცისანა შარტავას თქმით: ,,იგი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს”. დამაკმაყოფილებელია საპატრიარქოს მონასტერში მყოფი მონაზვნების ჯანმრთელობის მდგომარეობაც და რამდენიმე დღეში მათი იზოლაციის პერიოდიც დასრულდება, – წერს საპატრიარქო. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved