• რეკლამა
  • კონტაქტი
20:59, კვირა, 19 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს სრული კონტროლი შეინარჩუნოს გენერალური პროკურორის შერჩევაზე

ალია ავტორი - ალია
16:41 09-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

“დემოკრატიის ინდექსი“, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებათა საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობდა, განცხადებას აქვეყნებს, “ალია” მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის განხილვის პროცესში იქმნება შთაბეჭდილება, რომ მმართველ ხელისუფლებას არ სურს გენერალური პროკურორის არჩევის მოქმედი წესის გაუმჯობესება და შესაძლოა არ აპირებს ამ მიმართულებით ინიცირებული ცვლილებების მიღებას. მოვუწოდებთ მმართველ ხელისუფლებას, მხარი დაუჭიროს გენერალური პროკურორის არჩევის კონსესუსზე დაფუძნებული წესის შემოღებას.   

კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშრებით საპარლამენტო უმრაველოსობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადება[1] ამყარებს განცდას, რომ საპარლამენტო უმრაველოსობა ეცდება გენერელური პროკურორის შერჩევა მომავალშიც ერთპარტიული მხარდაჭერით, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად გააგრძელოს, რაც ვერ მოაგვარებს პროკურატურის სისტემის პოლიტიზირების არსებულ პრობლემას.

გენერალური პროკურორის არჩევის მოქმედი წესი სახელისუფლებო პარტიას აძლევს შესაძლებლობას დანიშნოს ისეთი გენერალური პროკურორი, რომელიც ლოიალური იქნება ხელისუფლების მიმართ: არ აწარმოებს სისხლის სამართლებრივ დევნას მმართველი ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ; არ იქნება მმართველი ხელისუფლების  მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევაზე რეალური კონტროლის განმახორციელებელი; იქნება მნიშვნელოვანი პარტიული ინსტრუმენტი მმართველი პარტიის ხელში პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ. ამის მტკიცების საფძველს გვაძლევს ყოველი წინა და ამჟამინდელ ხელისუფლებათა ერთპარტიული სწრაფვა მსგავს არა პოლიტიკურ ინსტიტუტებზე პოლიტიკური კონტროლის დამყარებისკენ. სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატიული მართვის სისტემა მოითხოვს კონკრეტული პოლიტიკური ნებისაგან დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პროკურატურის სისტემის არსებობას. 

პროკურატურის სისტემის ხელმძღვანელი უნდა იყოს პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსესუსის შედეგად არჩეული და ის ამგვარად დაცული უნდა იყოს მმართველი ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესების გატარების ვალდებულებისაგან. გენერალური პროკურორის კანდიდატურის გარშემო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა გულისხმობს მმართველი ხელისუფლების მონაწილეობას ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონსულტაციებში და გენერალური პროკურორის არჩევას სწორედ კონსულტაციებში მონაწილეთა აზრის გათვალისწინებით.

კონსტიტუციური კანონის პროექტით შემოთავაზებული, პროკურორის შერჩევის კომპრომისზე დაფუძნებული მოდელი აჯანსაღებს პოლიტიკურ პროცესს და ქმნის პოლიტიკურად მიუკერძოებელი პროკურორის შერჩევის შესაძლებლობას. პოლიტიკურ უმცირესობასთან ძალაუფლების გაზიარების უარყოფა კი ნიშნავს, რომ მომავალში გენერალური პროკურორი კვლავ ერთი პარტიის მიერ იქნება არჩეული. თავის მხრივ, აღნიშნული გულისხმობს პროკურორის არჩევის პორცესის ვიწრო პარტიულ ჩარჩოში დატოვებას და არა მის დეპოლიტიზირებას.  

პარლამენტმა  გენერალური პროკურორის კომპრომისზე დაფუძნებული არჩევის წესი არა თუ დროებით, არამედ მუდმივ ნორმად უნდა შემოიღოს. მეტიც, კომპრომისის მიღწევისთვის საჭირო რეგულაციები მეტად უნდა დაიხვეწოს, რათა:

ა. გამოირიცხოს კომპრომისის გვერდის ავლით, გენერალური პროკურორის 6 წლის ვადით ერთპარტიულად არჩევის შესაძლებლობა;

ბ. ამაღლდეს ე.წ. ჩიხის დაზღვევის მექანიზმისთვის გათვალისწინებული სტანდარტი, ვინაიდან შემოთავაზებული სახით ის უშვებს შესაძლებლობას მმართველმა ხელისუფლებამ ერთი წლით გენერალური პროკურორი ერთპარტიულად აირჩიოს. მხედველობაშია მისაღები შემოთავაზებული ცვლილების მსგავსი ნორმის საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან სათავისოდ გამოყენების ცუდი პრეცედენტი. ჩიხიდან მსგავსი გამოსავლის არსებობის პირობებშიც კი, სულ ცოტა ხნის წინ, ცესკოს თავმჯდომარე კვლავ მხოლოდ ქართული ოცნების მიერ ერთპარტიულად იქნა არჩეული.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კონსტიტუციაში ცვლილებათა საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს არ ყოფილა მსჯელობა გენერალური პროკურორის არჩევის წესის შეცვლის საკითხის ამოღების შესახებ. კონსტიტუციური ცვლილებების ამ ეტაპზე საკითხის ამოღება კანონპროექტიდანეწინააღმდეგება საყოველთაო-სახალხო განხილვის მიზანსა და წესებს.

დეტალურად იხილეთ დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. 


[1] „გენერალური პროკურორის შერჩევის წესმა შეიძლება რყევები გამოიწვიოს – ცვლილება, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის დაცულობას პოლიტიკური რყევებისგან, არ იქნება მართებული კონსტიტუციაში აისახოს“- ალუდა ღუდუშაურის განცხადება

თეგები: პარლამენტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved