• რეკლამა
  • კონტაქტი
05:00, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საოკუპაციო რეჟიმმა ცივსისხლიანი ვერსია შემოგვთავაზა გუშინდელ მკვლელობასთან დაკავშირებით – ლაშა ბერულავა

ალია ავტორი - ალია
00:21 11-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
160

“არაფერი განსაკუთრებული მოქცევა კადრებში არ ჩანს, ნებისმიერი ქართველი, რომელიც მოხვდებოდა იქ საოკუპაციო ზოლზე, მოიქცეოდა ისე, როგორც მოიქცნენ ეს ადამიანები, რომლებიც სალოცავთან, საყდართან იყვნენ მისულები,” – ამ განცხადებას ჟურნალისტი, ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელი, ლაშა ბერულავა “რეაქციაში” აკეთებს.

როგორც ბერულავა ამბობს, ბოლო კადრები, რასაც საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებს, არ არის საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ არსებული მტკიცებულება. ბერულავას თქმით, აბსურდია ის ვერსია, რასაც საოკუპაციო რეჟიმი მკვლელობის გასამართლებლად ავრცელებს.

როგორი ცივსისხლიანი ვერსია შემოგვთავაზეს დღევანდელ დღეს გუშინდელ მკვლელობასთან დაკავშირებით. როდესაც მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ ორი ნასვამი ადამიანი მანქანით ცდილობდა სახელმწიფო საზღვრის გადალახვას, ცდილობდნენ დაჯახებოდნენ მესაზღვრეებს, ეს არის ოფიციალური ვერსია, რომელიც გაავრცელა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჯგბ-მ. იმის გამო, რომ საფრთხე შეექმნა რუსი მესაზღვრეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, პირველად მათ ისროლეს ჰაერი, ხოლო შემდეგ რამდენიმე გასროლა განახორციელეს საბურავების მიმართულებით, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა ერთი ადამიანი, ხოლო მეორე დააკავეს და წაიყვანეს ცხინვალის მიმართულებით. ეს ვერსია, რაც რუსმა ოკუპანტებმა შემოგვთავაზეს, თავიდან ბოლომდე არის აბსურდი, იმიტომ, რომ მათ პირდაპირ დამიზნებით ესროლეს თამაზ გინტურს, ამის დამადასტურებელი თვითმხილველების ნაამბობი არსებობს. გინტურთან მიახლოების საშუალება მაშინ მისცეს, როცა მისი ტელეფონი აიღეს, ანუ მტკიცებულება სადაც უნდა ყოფილიყო იმისა, როგორც ისინი იქცეოდნენ,” – ამბობს ბერულავა.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი კადრებს ავრცელებს, რომელიც მათი მტკიცებით, გატაცებული საქართველოს მოქალაქის მობილური ტელეფონით არის გადაღებული. ამ ვიდეომასალაში თამაზ გინტურის სიცოცხლის ბოლო წუთებია ასახული.

თეგები: ლაშა ბერულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

“კომუნისტური ჩინეთი ისეთივე ბოროტებაა, როგორც წითელი, თეთრი ან მწვანე რუსეთი” – თავდგირიძე
ახალი ამბები

“კომუნისტური ჩინეთი ისეთივე ბოროტებაა, როგორც წითელი, თეთრი ან მწვანე რუსეთი” – თავდგირიძე

04:12 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved