• რეკლამა
  • კონტაქტი
19:37, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სანქცირებულთა სიაში რუსი პროპაგანდისტი თინა კანდელაკიც მოხვდა

ალია ავტორი - ალია
19:38 12-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
191

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი დაამტკიცა. სანქციების სია მოიცავს 54 ფიზიკურ პირს და 30 ორგანიზაციას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქმედებებზე, რომელიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

დაწესებული სანქციების სიაში მოხვდა ტელეწამყვანი და გაზპრომის მედიის გენერალური დირექტორის მოადგილე, რუსი პროპაგანდისტი თინათინ (თინა) კანდელაკი.

ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, კანდელაკი ეწევა პროპაგანდას, რომელიც ამართლებს რუსეთის აგრესიას უკრაინაში. მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი კანდელაკის მედია სტრუქტურები მონაწილეობდნენ უკრაინული ტელეარხების რუსულით ჩანაცვლებაში.

სანქცირებულებს შორის  ასევე მოხვდნენ პოლიტოლოგი ტიმოფეი ბორდაჩევი, მომღერალი ლარისა დოლინა და Mordovia-ს ხელმძღვანელი არტიომ ზდუნოვი.

სანქციები დაუწესდა სამხედრო პერსონალს, რომელიც მონაწილეობდა 8 ივლისს, კიევში, ოჰმატდიტის ბავშვთა საავადმყოფოზე საარტილერიო თავდასხმაში, ენერგეტიკული კომპანიების მენეჯმენტს და პირებს, რომლებსაც ევროკავშირი უკრაინელი ბავშვების დეპორტაციასა და პრორუსულ პროპაგანდაზე პასუხისმგებლობას აკისრებს.

სანქციების სიაში  ФСБ-ს ოფიცერი არტიომ კურეევი. ევროკავშირის თანახმად, ის კოორდინაციას უწევდა დეზინფორმაციის გავრცელების ოპერაციებს ევროპასა და აფრიკაში, წამოიწყო პროპაგანდისტული პროექტები Rusafro და African Initiative და ავრცელებდა დეზინფორმაციას, რომელიც დასავლეთს ადანაშაულებდა „ბიოლოგიური იარაღის შექმნის ექსპერიმენტებში“.

ევროკავშირმა პირველად დაუწესა სრული სანქციები: მოგზაურობის აკრძალვა, აქტივების გაყინვა, ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვა, სხვადასხვა ჩინელ აქტორს, რომლებიც, რუსეთის მხარდასაჭერად, თვითმფრინავის კომპონენტებისა და მიკროელექტრონული კომპონენტების მიწოდებას ახორციელებენ.

EU-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი მიიღო

თეგები: თინა კანდელაკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved