ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა უნდა გააძლიერონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, რადგან უკრაინას ესაჭიროება სამხედრო ტექნიკა, რაც ასევე მოიცავს მოწინავე სისტემებს.
ფონ დერ ლაიენმა ასევე დაადასტურა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი მზადდება.
„[სანქციების] მეათე პაკეტი ძირითადად ორიენტირებული იქნება ხარვეზების აღმოფხვრაზე და მასიური შედეგების მოტანაზე მათთვის, ვინც გვერდს აუვლის ევროკავშირის სანქციებს“, – აღნიშნა მან.
კომენტარები