• რეკლამა
  • კონტაქტი
16:22, შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სანქციები, ძალა უნდა ვაჩვენოთ ივანიშვილს… მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს… ივანიშვილი პუტინის ენაზე გადავიდა” – გონჩარენკო

ალია ავტორი - ალია
17:34 05-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,295

უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ამბობს:

“ახლა საქართველოს წარმომადგენლის, საქართველოს მთავრობს წარმომადგენლის მხრიდან ძალიან ბევრი ტყუილი მოვისმინე. მათ შორის, სპიკერისგან…

ძვირფასო პრეზიდენტო [ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი], მე შემიძლია წავიდე ახლა იმ გზით, რა გზითაც საქართვლოს პარლამენტის სპიკერი და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და მათი სატელიტები მიდიან. მათი სატელიტები ჩვენს გარშემო საუბრობენ ამ კანონზე. ჩვენ შეგვიძლია ასევე გამოვიყენოთ ეს ორველის ენა. თავისუფლება – ეს მონობაა, ომი – მშვიდობა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, როგორც ორველი წერს, სიტუაციის სიმშვიდე, როცა მილიონობით ადამიანი კვდება, ან “დენაციფიკაცია”, პუტინის ენით და სხვა სიტყვები. მაგრამ, რეალობა მკაფიოა. მიმდინარეობს საქართველოს ბელარუსიზაცია. შემდეგი ნაბიჯი იქნება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, ზუსტად ისე, როგორც ეს ბელარუსთან მოხდა.

ჩვენ აქ ბელარუსიდან სულ რაღაც 25 კილომეტრში ვართ და თუ გვინდა, რომ ვიხილოთ კიდევ ერთი ახალი ლუკაშენკო, კიდევ ერთი ახალი რეჟიმი, რომელიც იწყება სამოქალაქო საზოგადოებაზე იარლიყის მიწებებით, სტიგმატიზაციით, მერე არჩევნების გაყალბებით, ოპოზიციონერების მოკვლით, დაპატიმრებით, შემდეგ ჩვენ უბრალოდ ვიტყვით: ო, კიდევ ერთი ოპოზიციონერი მოკლეს, ო, კიდევ ათი მოკლეს, ო, კიდევ ასობით არის ციხეში, ო, კიდევ ერთი ქვეყანა აღარ არის ევროპულად, არამედ ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

ჩვენ ახლა ან უბრალოდ უნდა ვისაუბროთ, ან ვიმოქმედოთ, ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ. რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ? ეს არის შეკითხვა. როდესაც ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ახლა საქართველოს ნამდვილი მფლობელია, სამწუხაროდ, ახლა პუტინის ენაზე გადავიდა. მე მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა საქართველოში, რომ რუსეთი არ დასხმია თავს საქართველოს 2008 წელს. რუსეთი არ ყოფილა, ვინც თავს დაესხა უკრაინას 2014 და 2022 წლებში, ეს არის „გლობალური ომის პარტია“, ეს ჩვენ ვართ. ეს ვენეციის კომისიაა, რომელმაც თქვა, რომ კანონი სისულელეა და საერთოდ არაა კანონი. ეს ყველა ჩვენგანი ვართ, ვისაც გვსურს, ვიხილოთ საქართველო აყვავებული, თავისუფალი, ევროპული. ჩვენ ვართ ომის პარტია, პუტინი კი დიდებულია, რადგან პუტინი ივანიშვილის ნამდვილი მეგობარია. ეს არის რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს.

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. დიახ, ჩვენ შეგვიძლია, იქ წავიდეთ. პრეზიდენტო, თქვენ არ უნდა წახვიდეთ იქ მარტო ან მხოლოდ გენერალურ მდივანთან, გენერალური მდივნის მოადგილესთან ერთად. წაგვიყვანეთ ყველა თქვენთან ერთად – კომიტეტის ყველა წევრი, საიდანაც, ვფიქრობ, ბევრი ჩვენგანი მზადაა, წამოვიდეს, რათა ვისაუბროთ, რომ ქართველი ხალხი ამას იმსახურებს.

შემდეგში – სანქციები, შემდეგში – ძალა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ივანიშვილს და ე.წ. “ქართულ ოცნებას”, რადგან ის, სამწუხაროდ, არ არის ქართული, უფრო მეტად ის რუსულ ოცნებას ჰგავს, რომ მიუღებელია, რასაც აკეთებენ და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს.

და ახლა, მე მინდა მივმართო ქართველ ხალხს – ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ძმებო, საქართველოს გაუმარჯოს, ქართველებო იბრძოლეთ თავისუფლებისთვის. დიდება საქართველოს, – ამბობს გონჩარენკო და ქართველებს ქართულ ენაზე მიმართავს.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved