• რეკლამა
  • კონტაქტი
01:43, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სანქციები აბსოლუტურად გასცდება დემოკრატიული ურთიერთობის ნებისმიერ საღ აზრს” – პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:32 05-29-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
205

როგორ შეიძლება დემოკრატიული ქვეყნის იზოლაცია მოახდინონ იმის გამო, რომ იღებს დემოკრატიულ კანონებს, რომლის მიზანიც უცხო გავლენებისგან დაცვაა, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის გამო, ელოდება თუ არა ხელისუფლება ქვეყნის იზოლაციას.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „დემოკრატიული კანონები უნდა აღსრულდეს“.

ამასთან, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თუ სანქციები დაწესდება, ეს დემოკრატიულ ურთიერთობებს გასცდება.

„ეს აბსოლუტურად გასცდებოდა დემოკრატიული ურთიერთობის ნებისმიერ საღ აზრს და ღირებულებებს, რასაც ჩვენ დასავლურ ღირებულებებს ვუწოდებთ. თუკი რომელიმე ქვეყანა თუ ორგანიზაცია ხალხს დასჯიდა იმის გამო, რომ ხალხს სურს მისთვის ნათელი, ცხადი და გამჭვირვალე იყოს უცხოეთიდან შემოტანილი ფული რაში იხარჯება. წარმოუდგენელია. ჩვენ შეიძლება ასეთი მოლოდინები გვქონდეს ისეთი რეჟიმებისგან, რომლებიც უცხო ქვეყნებზე დომინირებას ცდილობენ. დემოკრატიული სამყაროს მხრიდან ხალხის დასჯა იმის გამო, რომ მათ პრეტენზია აქვთ, უცხოური ფული რომ იხარჯება, იცოდნენ ვისგან შემოდის ეს ფული და რაში იხარჯება, რა თქმა უნდა, სცდება ამ ღირებულებების საერთო წარმოდგენას. ერთადერთი რეაგირება, რაც ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი და კეთილსინდისიერი იქნებოდა, არის ის, რომ როგორც დონორებმა, ისევე მათ მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა შეასრულონ ამ კანონის წესები. შეასრულონ ქართველი ხალხის ნება, რომლისთვისაც მათი განცხადებით ისინი ფულს ხარჯავენ და გააკეთონ ერთი უმარტივესი რამ – წელიწადში ერთხელ ქართველ ხალხ უთხრან, ვისგან იღებენ დაფინანსებას და რაში ხარჯავენ ამ ფულს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved