რუსეთი მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევისთვის ემზადება – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ დღეს, უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სანდუს თქმით, რუსეთი, რომელიც მოლდოვაზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს, კიდევ უფრო მეტი რესურსის დახარჯვას აპირებს შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის.
მოლდოვის ხელისუფლება რუსეთს შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამოც ადანაშაულებდა. 2024 წლის ნოემბერში, არჩევნების მეორე ტურში პროევროპელმა მაია სანდუმ ხმების თითქმის 55%-ით დაამარცხა პრორუსულად განწყობილი სოციალისტების კანდიდატი, მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო(45%).
კომენტარები