მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოლდოვის უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა.
როგორც მაია სანდუ პლატფორმა X-ზე წერს, სალომე ზურაბიშვილის დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება შთამაგონებელია.
ქართველი ხალხის სიმტკიცის პატივსაცემად, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ვანიჭებთ რესპუბლიკის ორდენს — მოლდოვის უმაღლეს ჯილდოს. მისი ლიდერობა და ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი შთაგონებას გვმატებს”. – წერს მაია სანდუ.
კომენტარები