• რეკლამა
  • კონტაქტი
22:03, კვირა, 11 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სანამ ჰანიბალ ბარკას ამბავს წავიკითხავდი ბავშვობაში, მეცოდებოდნენ კორუფციის გამო დახვრეტილები. დღეს უკვე აღარ” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
21:12 10-11-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48
მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
როდესაც სამშობლოდან დახმარების მიღების გარეშე დარჩენილი, დამარცხებული ჰანიბალი კართაგენში დაბრუნდა, კართაგენის მთავრობას მისი დანახვა არ გახარებია, მაგრამ ჰანიბალი კართაგენელ მოქალაქეებს უყვარდათ ძალიან. უყვარდათ, რადგან მხოლოდ მან შეძლო რომის იმპერია 15 წელი გაემწარებინა.
დაჩოქებულ კართაგენს წლიურად 5 ტონა ვერცხლი უნდა გადაეხადა რომისათვის 50 წლის განმავლობაში და თან უარი ეთქვა ჯარზეც და ფლოტზეც. რა საშველი იყო. სასტიკი იყო რომი. კართაგენის ელიტამ გადასახადების მკვეთრი გაზრდა დაიწყო.
და ამ დროს, სასოწარკვეთილმა მოქალაქეებმა, ელიტის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჰანიბალი აირჩია ქალაქის საბჭოს მმართველად. რესპუბლიკა იყო მაშინ კართაგენი. ჰანიბალი ისეთივე დიდებული პოლიტიკოს-ეკონომისტი გამოდგა, როგორიც სარდალი იყო. მან სამხედრო გამჭრიახობით დაითვალა ქალაქ-სახელმწიფოს შემოსავალი; აღმოაჩინა რომ კორუმპირებული ელიტა უამრავ ფულს იპარავდა; გადაუკეტა მათ კორუფციის გზები და იმდენი ფული შეიტანა ხაზინაში, რომ გადასახადების არათუ გაზრდა, შემცირებაც კი გახდა შესაძლებელი. მდიდარი იყო კართაგენი.
მოქალაქეები ბედნიერები იყვნენ. მაგრამ ჭმუნავდა ელიტა. ფული შემოაკლდათ. ჰოდა, აფრინეს რომში წერილი. ჰანიბალი რომის წინააღმდეგ აჯანყებას ამზადებს და მიხედეთო.
რომაელებმა იცოდნენ ვისთანაც ჰქონდათ საქმე და სასწრაფოდ გამოგზავნეს “კომისია”. ჰანიბალი მიხვდა რაც მოხდა და გაასწრო. ღამით გაიპარა სამშობლოდან.
კართაგენულმა ელიტამ ამოისუნთქა. სულ ტყუილად ოღონდ. რომი მიხვდა, რომ ქალაქს გაძლიერების პოტენცია ჰქონდა და ამიტომ საძირკვლიანად დააქცია ისე, რომ სამუდამოდ აღგავა პირისაგან მიწისა.
ჰანიბალი ვერ მოესწრო ოღონდ ამას. გადახვეწილი ლტოლვილი ბოლოს მაინც მოიხელთეს რომაელებმა ლიბისაში და მოკლეს…
ქემალ ათა-თურქმა მოძებნა ის ადგილი, სადაც გადმოცემით ჰანიბალის საფლავი იყო და მის საპატივცემულოდ მომუმენტი დადგა.
უდიდეს პატივს სცემდა და უყვარდა ჰანიბალი ქემალს. დიდი გენერალი და პოლიტიკოსი იყო თავადაც და იმიტომ.
ასე დააქცია კართაგენი არა რომმა, არამედ კართაგენის ელიტამ. ასეთი დამანგრეველი ძალა აქვს ელიტარულ კორუფციას და აულაგმავ სიხარბეს.
3 დეკემბერს ამერიკა საჯაროდ დახვრეტს ბოროტ ტერორისტს. დახვრეტს ჯარისკაცთა მსროლელი რაზმის მეშვეობით. პროცესი ტელევიზიით იქნება გადაცემული.
ადრე, სანამ ჰანიბალ ბარკას ამბავს წავიკითხავდი ბავშვობაში, მეცოდებოდნენ კორუფციის გამო დახვრეტილები. დღეს უკვე აღარ. მეც ვუყურებდი ალბათ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved