გიორგი გამსახურდია, რომელმაც დღეს სოციალურ ქსელში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს, ანა ჯაბაურს და თქვა, რომ მხოლოდ ის არის ობიექტური ინფორმაციის წყარო და სხვა ყველა ტყუის, კიდევ ერთხელ წერს:
“ვიღაც ურცხვ ვიგინდარებს ჩემ ტვიტერზე გაკეთებული განცხადებების სანდოობაში ეჭვი შეაქვთ. ცოტნეს დადებითი მდგომარეობა ნებისმიერს შემიძლია საჯაროდ დავუდასტურო. სანამ ჩემ უფროს ძმებს ახსენებთ და ჩემი ძმის მეუღლეს, გთხოვთ პირები გამოირეცხეთ”
შეგახსენებთ, მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ, ცოტა ხნის წინ გააზიარა პოსტი სამეულზე, სადაც საუბარია გ.კ. და ჯ.-ზე, მანამდე კი, დაწერა რომ ცოტნეს მდგომარეობა სინამდვილეში სულაც არაა სახარბიელო, მაგრამ მის მოთხოვნებს ბლოკავენ.
კომენტარები