ფედერალისტების ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
სანამ აქ არ ვიყავი, უცნაური და არაფრის მომცემი კამათი დაწყებულა 2012 წლის არჩევანზე.
მე იმ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები, ვინც არჩევნებით ხელისუფლების ცვლილებას ჩვენი საზოგადოების უდიდეს მიღწევად თვლის, მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც ზუსტად ვიცოდი, რომ ნეხვში ვადგამდით ფეხს.არაფერია იმაზე ტრაგიკომიკური და უპასუხისმგებლო, რიგით მოქალაქეს პასუხი მოთხოვო იმაზე, რომ რაღაც არ მოსწონდა და არჩევნების გზით შეცვალა.ამავდროულად, არაფერია იმაზე დიდი სიბრიყვე, დიქტატურა უწოდო ხელისუფლებას, რომელმაც ძალაუფლება არჩევნების გზით დათმო (ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ თავს დამნაშავედ თვლი და უფრო დიდ ბოროტებას იგონებ, რომ თავი იმართლო).დამშვიდდით!დღეს რომ ცვლილება ვერ ხდება, იმ ხალხის ბრალი არ არის ვინც 2012 წელს ივანიშვილში რუსი ვერ ამოიცნო.დღეს რომ ცვლილება ვერ ხდება, იმ პოლიტიკური ელიტის ბრალია, რომელიც გასული 14 წელი 2012 წლამდე წარსულში ექაჩება ქვეყანას და დღემდე უარყოფს იმ რეალობას, რომ ქართველებს უკეთესი მომავალი უნდათ და არა “უკეთესი” წარსული.საბედნიეროდ, წარსულში მქაჩველი პოლიტიკური ელიტა განადგურებულია – ამის დასტურია სააკაშვილისთვის 1 ოქტომბერს მოწყობილი უბადრუკი ცირკი რიყეზე.ამის დასტურია ლიდერობის ვაკუუმი ოპოზიციურ ველზე –ოპოზიცია, რეალურად, დღეს “არავისთანაა” კონკურენციაში და არა რეჟიმთან, იმიტომ რომ ხალხის უმრავლესობას “არავინ” მოსწონს.ქართველი ხალხი, კოლექტიურად, მოქმედებს სწორად (როგორც არ უნდა გვაღიზიანებდეს ამ კოლექტივის წარმომადგენელი თითოული ინდივიდი) – უნდა განადგურებულიყო ის პოლიტიკური კლასი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ინტერესების სამსახურის ნაცვლად, საკუთარი ბელადების და დონორების უაზრო კაპრიზების დაკმაყოფილებით არის დაკავებული.ბუნებრივი და სწორია, რომ პოლიტიკური ცვლილებებისათვის აუცილებელ მხარდამჭერთა კრიტიკული მასის მობილიზება იმან შეძლოს, ვინც მომავალზეა ორიენტირებული და არა საკუთარი ბელადის ახირებებს, არამედ საზოგადოების ფართო ინტერესებზე გათვლილ დღის წესრიგს სთავაზობს ხალხს.ასეთი პოლიტიკური პარტიები უკვე ვარსებობთ – ვარსებობთ ისინი, ვინც არა რომელიმე პარტიას, არამედ ავტოკრატიას ვებრძვით და ვანგრევთ, იმისათვის რომ ფართო სახალხო ინტერესებს გავუთავისუფლოთ გზა.ცვლილება მხოლოდ ასეთი პარტიების გაძლიერების შემდეგ მოხდება და ჩვენ აუცილებლად გავძლიერდებით – იმ უზარმაზარ ინტერესს რაც ჩვენკენაა მოპყრობილი, აუცილებლად დავაკონვერტირებთ მხარდაჭერად.
ვიცით ეს როგორ ხდება – ეს რომ ვიცით, ამიტომ ვანგრევთ ავტოკრატიას ყველა ფრონტზე.











კომენტარები