• რეკლამა
  • კონტაქტი
19:45, ორშაბათი, 23 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

ალია ავტორი - ალია
18:05 02-23-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

როგორი იქნება 2026 წლის სამზარეულო? თუ გამოცვლას არ გეგმავ, ისეთი იქნება, როგორიც 2025 წელს იყო, ცხადია. აი, თუ ახლა იწყებ შენი სამზარეულოს შექმნას, ან ცვლილებებს გეგმავ, მაშინ ეს ბლოგი შენთვისაა. 2026 წელის ტენდეციები იმდენად კარგია, ეს აღარ არის მხოლოდ მოდა. იყო წლები, როცა ადამიანები ერგებოდნენ მოდას, ამჯერად, მგონია რომ მოდა მოერგო ჩვენს სურვილებს.

2026 წლის სამზარეულოს დიზაინში 3 მთავარი ხაზია:

პერსონალიზაცია, ბუნებრიობა და ე.წ. დამალული, უხილავი ტექნოლოგიები.

თუ ადრე სამზარეულო მხოლოდ საცხობი, ჭურჭლის სარეცხი, სადილის საკეთებელი ადგილი იყო, ახლა ის მისაღები ოთახის გაგრძელებაა, სადაც სიმყუდროვე პრიორიტეტულია.

ამიტომაც კლასიკური, მაგრამ „მკაცრი“ თეთრი და ცივი ნაცრისფერი ფერები წარსულს ჩაბარდა. მათ ანაცვლებს თბილი, ბუნებრივი ტონები:

  • ნაზი, ბუნებრივი მწვანე
  • მშვიდი ცისფერი
  • თბილი კრემისფერის და ნაცრისფერის ნაზავი
  • “მიწისფერი” და ჟანგისფერი – ოღონდ ეს უკვე აქცენტებისთვის.
რაც შეეხება კლასიკას და კლასიკურ სტილს:

ამ შემთხვევაში მისი უდიდებულესობა ლურჯი ბრუნდება მოდაში, ოღონდ ბევრად რბილი ვერსიით – მაგალითად, მუქი ლურჯი ფერი – ქვედა კარადებისთვის, რძისფერი ზედა კარადები და კედელი, თეთრი მარმარილოს, მქრქალი ფაქტურის დეტალებით ზედაპირებზე და შენი კლასიკური სამზარეულო იქნება ისეთი ელეგანტური, როგორც არასოდეს აქამდე, რაც მთავარია მეტი სივრცით.

და თუ რაღაც სხვა მინდა?

ხო, მაგალითად, არ გიყვარს მკვეთრი ფერები და თან არც ის გინდა, მოსაწყენი იყოს სამზარეულოს სივრცე?

შენთვის მაქვს სოკოსფერი – ნაზი, მოყავისფრო და მონაცრისფრო ერთდროულად. გამოიყენე ბუნებრივი ქვა დეტალებში. მოუხდინე ხაოიანი კედლები და იატაკი პრიალა ფილებით. არც ფერთა გამაღიზიანებელი გამაა, არც მოსაწყენია, პირიქით, დახვეწილი გამოვა.

რაც შეეხება მასალებს და ფორმებს:

2026 წელს ტრენდული იქნება მასალები, რომლის ზედაპირი შეხებისას სასიამოვნო შეგრძნებას დატოვებს, ბუნებრივ მასალებს ვგულისხმობ:

ხე – განსაკუთრებით პოპულარულია კაკლისა და მუხის თბილი ტონები.

კვარცი – ოღონდ არა პრიალა. მქრქალი ფაქტურით. რათა არ იყოს მუდმივად საწმენდი და ყოველი შეხებისას არ ტოვებდეს თითების, ჭიქის ნაკვალევს.

აღარ იქნება მოდაში ოთხკუთხედი ფორმის ავეჯი და გამოტყდით, რამდენჯერ მიგირტყამთ თუ მუხლი და თუ თავი. კარადების კუთხეები ხდება მომრგვალებული და რბილი, შესაბამისად, უფრო უსაფრთხო, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სახლში პატარა და ერთობ ცელქი შვილი ჰყავს.

2026 წლის სამზარეულოში კიდევ უფრო მეტად იზრდება „კუნძულების“ რაოდენობა –  კომფორტულიცაა და მყუდრო გარემოსაც ქმნის. კუნძულები სამზარეულოში არაა ახალი, წინა წლებშიც გამოიყენებოდა, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ვინც დაამზადებინა, ყველას მოსწონს, მისი წილი სამზარეულოში წელს განსაკუთრებულად იზრდება.

სახელურები – სასურველია გადამუშავებული მასალისგან დამზადებული – მდგრადია.

ტექნოლოგიები

როგორც უკვე ვთქვი, 2026 სამზარეულოს ტექნოლოგიები უხილავია და დამალული. ასეთი მოდელი, კიდევ მეტად ტოვებს სივრცის შეგრძნებას.

ინდუქციური ქურები, მაგალითად, ჩაშენებული, ინტეგრირებული ელექტროობა, სამზარეულოს ზედაპირის ქვეშ ჩაშენებული დამტენი მოწყობილობებით, ჭკვიანი სათავსოები. 2026 წელს ძალიან პოპულარული იქნება მხოლოდ უხილავი ტექნოლოგიები კი არა, არამედ მთლიანად უხილავი სამზარეულო – მოდელი, რომლის დროსაც, კარადის კარები შიგნით იღება და მთელი სამუშაო ზონა მასშია მოთავსებული.

სპეციალისტები გვირჩევენ რომ ყავის აპარატისთვის, ჩაისთვის, თუ ნებისმიერი იმ სასმელისა და სასუსნაოსთვის, რომელსაც დღის მანძილზე ხშირად ვიყენებთ, ცალკე გამოვყოთ კუთხე, კომფორტულიცაა და ფუნქციონალურიც მეტად.

განათება

ალბათ, ყველას გვახსოვს 2025 წლიდან – რაც მეტად ენერგოეფექტური და კომფორტულია განათება – უკეთესი. წელსაც ჩაშენებული განათების და მარტივი, მაგრამ მოხდენილი ჭაღების მხარეს ვიჭერ. მე 43 წლის ვარ და ჩემი ასაკის ყველა ქალს და კაცსაც, პრინციპში, ახსოვს, როგორ ნაწილ–ნაწილ იშლებოდა ჭაღი და როგორ მონაწილეობდა ამაში მთელი ოჯახი. ერთი კიბეზე იდგა, მეორე კიბეს „ამაგრებდა“, მესამე ტილოს რეცხავდა, მეოთხე, მოხსნილ ნაწილს გამოართმევდა და რეცხავდა. გარეცხილისა და გამშრალებულის უკან დამაგრებისთვის იგივე პროცედურებს გავდიოდით და ჩვენს თაობას, უკან მიბრუნება მსგავს ჭაღებთან ნამდვილად აღარ მოუნდება, მგონია.

დიდი სამზარეულო

არაერთი ბლოგი გვქონია პატარა სამზარეულოებზო, ზოგადად, პატარა ბინებსა და ოთახებზე, რადგან მიჩნეულია, რომ პატარა სამზარეულოს მოწყობა მყუდროდ და კომფორტულად ბევრად რთულია.

ვისაც დიდი სამზარეულო აქვს, – ის დამეთანხმება, რომ არც დიდი ზომის სამზარეულოს მოწყობაა ადვილი ისე, რომ დახვეწილიც იყოს და კომფორტულიც. თუ პატარა სამზარეულოში ადგილი არ გყოფნის, აქ პირიქით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ეს სიდიდე არამყუდროდ, არათბილად და რაღაცანაირად, ზედმეტად ფართოდ გამოიყურება, როგორც ერთი ზომით დიდი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მაგალითად. ამიტომ დიდი სამზარეულოს სივრცის სწორად დაყოფა ზონეებად, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

ორი კუნძულის პრინციპი

ალბათ, ფიქრობ, რომ რაკი დიდია სივრცე, სჯობს, დიდი კუნძული ჩადგა, – ხომ? რატომაც არა, ეტევა. კი, ნამდვილად არ იქნება დადგმის პრობლემა, მაგრამ დიდი კუნძული დიდ ფართში ვერც სიმყუდროვეს და ვერც კომფორტს ვერ შეგმატებს. პირიქით, გამოიყენე ორი მომცრო კუნძული, საიდანაც ერთი აუცილებლად იქნებოდა, მაგალთად, ხის ზედაპირით და სასადილო ზონა.

არ დაგავიწყდეთ კუნძულის ქვეშ ჩააშენოთ ღია თაროები, ძალიან გამოგადგება, პრაქტიკულად, ყველაფერი, რასაც „სტენკაში“ დებდი, აქ შეეტევა.

ფერი:

დიდ სივრცეში არ შეგეშინდეს ფერების, მათ შორის, თუნდაც მუქი ფერის. თუ პატარა სამზარეულოში მუქი ფერი სივრცეს “ჭამს“, დიდში ის პირიქით სიმყუდროვის წყაროა.

განათება:

დიდ სივრცეში მხოლოდ ერთი ცენტრალური ჭაღი ყველაზე დიდი შეცდომაა და ყველანაირ შრომას წყალში ყრის.

გამოიყენე სამშრიანი განათება:

  1. სამუშაო სივრცისთვის – წერტილოვანი განათება
  2. დეკორატიული – თბილი განათებით სანათები კუნძულის ან მაგიდის თავზე.
  3. LED ზოლები კარადების ქვემოთ ან თაროებზე, რაც საღამოს კიდევ უფრო მეტად „არბილებს“ სივრცეს.
მიქსი

გამომდინარე იქედან, რომ სამზარეულოს ფართია დიდია და დიდი ალბათობით, კარადებიც ბევრი გექნება შეკვეთილი, ან აწი გეგმავ, ერთ ფერში გრძელი და დიდი კარადები მოსაწყენია. ქვედა კარადები იყოს მუქი ფერის, ზედა კი ხის ფაქტურით.

გამოიყენე ხალიჩა სამზარეულოს იმ სივრცეში, სადაც წყალი არ ხვდება, ან გამოიყენე სპეციალური წყალგამძლე ხალიჩები.

ნებისმიერი იდეა, რაც შერწყმასა და მიქსთან იქნება კავშირში, დიდ სამზარეულოში თამამად შეგიძლია სინჯო.

დიდ სამზარეულოში აუცილებლად უნდა იყოს კუთხე, რომელიც არ არის საჭმლის მომზადებასთან ან სადილ–ვახშამთან კავშირში – ყავის მაგიდა, ჩაშენებული თაროთი და ყავის აპარატით, კუთხეში რბილი პატარა დივანი, ან სავარძელი.

და ბოლოს, კიდევ ერთი „მუშა“ ხერხი – ბუნებრივი გამწვანება – გამოიყენე დიდი ზომის მცენარე, იდეალურია ფიკუსი მაგალითად, ლამაზ ქოთანში, სამზარეულოს რომელიმე კუთხეში,

როგორ დაგეგმო სამზარეულო ისე, რომ იყოს მყუდრო, ელეგანტური, – უკვე მოვყევი, ახალ ტენდეციებზეც გესაუბრე და ახლა დარჩა მხოლოდ ერთი – სად უნდა დავამზადებინოთ?

დამზადებულის ყიდვაც შეიძლება კი, ოღონდ, დამზადებული მორგებულია ზოგად პირობებს, ვიღაცის გემოვნებას, დამზადებულია მასიურად და ბევრგან გხვდება, რაც შეეხება მოდას – მასიურად დამზადებულ ავეჯს წლის ბოლომდე ამ წლის მოდა ვერ შეეხება, ჯერ შარშანდელი მოდელებია ამოსაყიდი.

სამზარეულოს დამზადება იმითია სწორედ მომგებიანი, რომ ზუსტად ითვალისწინებს შენი ფართის ყველა დეტალს, ზუსტად იმ სანტიმეტრებს აითვისებ და ისე, როგორც გინდა. ფერსაც, ტესტურასაც ზუსტად ისეთს დასვამ, როგორც გინდა. კარადა მომეწონა, მაგრამ სახელურები არც მტკიცე ჩანდა და ვიზუალურადაც უშნოა – რამდენჯერ ყოფილა რომ ნივთი ნახევრად მოგწონს და ნახევრად არა? დამზადების შემთხვევაში კი, მთლიანად შენს გემოვნებას მოარგებ.

თან, ახლა უკვე, შეგიძლია არ იწვალო ხელოსნების პოვნაზე, იწვალეს უკვე, იპოვნეს, გამოგონილია უკვე ეგ ველოსიპედი, შექმნილია ონლაინ კატალოგი, ნომრებით, მონაცემებით, ნამუშევრების ფოტოებით, რეკომენდაციებით კლიენტების კომენტარების სახით. მოვა, აზომავს, დახაზავს, გაჩვენებს მასალას, ფერს, დეტალების ფაქტურას და შემდგომ უკვე დაგიმზადებს და აგიწყობს.

თავში დავწერე, ეს ბლოგი იმათთვისაა, ვისაც სამზარეულოს შეცვლა ან ახალ ბინაში სამზარეულოს დიზაინის დაგეგმვა და დამზადება სჭირდება–თქო, მაგრამ მოგატყუე, ეს ბლოგი მათთვისაცაა, ვინც არ გეგმავს ჯერ კიდევ სამზარეულოს შეცვლას, რადგან სამზარეულო იმ ცოლივითაა, „ხომ ლამაზია და მე მაინც უფრო ლამაზი მინდა“.  ამიტომ პროფესიონალ ხელოსანთა ლინკი საგულდაგულოდ შეინახე და თანაც ახლავე, რათა „ხომ ლამაზიას“ უფრო გალამაზება რა წამსც მოგინდება, – ხელთ გქონდეს. 

 (R)

 

თეგები: პროფესიონალი ხელოსანისამზარეულოსამზარეულო 2026სამზარეულოს დამზადებასამზარეულოს ხელოსანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა – სადამდე გამყარდება ლარი?

16:59 02-23-2026
როგორ ისწავლო 7 000 ინგლისური სიტყვა ზუსტად 10 წუთში და რა ნიშნებით შეარჩიო პროფესიონალი მასწავლებელი
ახალი ამბები

როგორ ისწავლო 7 000 ინგლისური სიტყვა ზუსტად 10 წუთში და რა ნიშნებით შეარჩიო პროფესიონალი მასწავლებელი

15:09 02-23-2026
LIVE  გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში „თბილისი – ლანდშაფტის აღმოცენება“
ახალი ამბები

LIVE გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში „თბილისი – ლანდშაფტის აღმოცენება“

14:16 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved