• რეკლამა
  • კონტაქტი
02:27, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამუშაო დღე დასრულებული იყო, რამდენიმე ჩინოვნიკი ვიყავით ოფისში – რას იხსენებს თეა წულუკიანი

ალია ავტორი - ალია
13:35 02-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
124

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, აგვისტომის ომის საქმზე სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილება უპრეცედენტო და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია:

„ჩემი მხრიდან მნიშვნელოვნად მიმაჩნია რამდენიმე რამის თქმა, ვინაიდან ეს მართლაც უპრეცედენტო, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომაა და როგორც ბატონმა მინისტრმაც ბრძანა, გამომდინარეობს იქიდან, რომ სწორედ 21 იანვრის გადაწყვეტილება საკუთრივ უპრეცენდენტო და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.

პირველ რიგში, მინდა, გავიხსენო 2008 წლის აგვისტოს ის დღე, როდესაც მე ვმუშაობდი სტრასბურგის სასამართლოში. ის საჩივარი, რომელზე გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებაც დღეს ჩვენ ვისმენთ ანგარიშს, შემოვიდა გვიან საღამოს იუსტიციის სამინისტროდან. რა თქმა უნდა, ეს უმძიმესი დღე იყო ჩვენი ქვეყნისთვის, უმძიმესი დღე იყო თითოეული იმ ქართველისთვის, რომელიც იმ დროს უცხოეთში საქმიანობდა და ცხოვრობდა.

საჩივარი რომ შემოვიდა, სამუშაო დღე უკვე დასრულებული იყო.  რეალურად, სულ რამდენიმე, ასე ვიტყოდი, ჩინოვნიკი თუ ვიყავით შემორჩენილი ოფისში. ასე ვთქვათ, სწორედ იმ წუთებში გაუმართლა საჩივარს, ვინაიდან რამდენიმე საათით გვიან რომ შემოსულიყო, კიდევ რამდენიმე დღე ვერ დარეგისტრირდებოდა, რადგან შემდეგ დასვენების დღეებიც უწევდა. როგორც კარგად დაიწყო ამ საჩივარმა მაშინ მოძრაობა, მე ვიტყოდი, რომ ასევე კარგად დაასრულა. თუმცა, ჩემი მხრიდან ასევე არ იქნება მართალი, თუ არ ვიტყვი, რომ საჩივრის კვალიფიციურად წარმოებისათვის წინა ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, ან თითქმის არაფერი გაუკეთებიათ. დაე, მათ ეწყინოთ და გვისაყვედურონ, მაგრამ ეს უნდა ითქვას, რადგან ამ დარბაზში სხედან ახალგაზრდები და გარეთაც არიან ის ახალგაზრდები, ვინც ამ დარბაზში რამდენიმე წელიწადში უნდა ჩაგვანაცვლონ. თქვენც უნდა ჩაგანაცვლონ, ბატონო მინისტრო, და მთავრობაც.

ეს არის ის ახალგაზრდა თაობა, რომლისთვისაც ჩვენ ვშრომობდით. ჩვენ არ ვშრომობდით რაღაცა სხვისთვის. ჩვენ ვშრომობდით, რომ მათთვის დაგვეტოვებინა სამართლებრივი დოკუმენტი და მყარი საფუძველი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, რომელიც მანამდე უბრალოდ არ გაგვაჩნდა, მინდა, ყველამ კარგად გავიაზროთ, თუ რა მოხდა 21 იანვარს. ჩვენ პირველად შევიძინეთ სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც საფუძველს უმყარებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამგვარი მყარი სამართლებრივი საფუძველი ჩვენ მანამდე არ გვქონდა.

თუ რა გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ, ამაზე ბატონმა გოჩამ ძალიან დეტალურად ისაუბრა, მე არ შევჩერდები, ამაზე დროს არ დაგაკარგინებთ, მაგრა, მინდა, იცოდეთ რომ, რომ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ეს დავა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ექნებოდა პირწმინდად წაგებული, რადგან მტკიცებულებების 90 და მეტი პროცენტი საქმეზე სწორედ 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით მოგროვდა“

თეგები: თეა წულუკიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved