• რეკლამა
  • კონტაქტი
09:14, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სამწუხაროდ, ვერავინ გადარჩა” – ტრამპი ვაშინგტონის ავიაკატასტროფაზე

ალია ავტორი - ალია
23:55 01-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
218

დონალდ ტრამპის თქმით, ვაშინგტონში მომხდარ ავიაკატასტროფას ვერავინ გადაურჩა. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბრიფინგზე გამოსვლა მან წუთიერი დუმილით დაიწყო.

აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის სამაშველო სამსახურები დაღუპულთა სხეულების პოვნით არიან დაკავებულნი.

სამუშაო ახლა გადავიდა აღდგენის მისიაზე. სამწუხაროდ, ვერავინ გადარჩა. მასიური სამძებრო-სამაშველო მისია მიმდინარეობდა მთელი ღამის განმავლობაში, გამოყენებული იყო ჩვენს ხელთ არსებული ყველა აქტივი. ადგილობრივმა, სახელმწიფო და ფედერალურმა სამხედროებმა, მათ შორის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვამ ფენომენალური სამუშაო გასწიეს. ეს იყო ბნელი და ამაღელვებელი ღამე ჩვენი დედაქალაქის და ჩვენი ერის ისტორიაში.  საშინელი მასშტაბის ტრაგედიაა, ჩვენ ვწუხვართ ყოველი ძვირფასი სულისთვის, რომელიც ასე მოულოდნელად წაგვართვეს” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

წინასწარი მონაცემებით სამგზავრო თვითმფრინავში იმყოფებოდა 14 მოციგურავე რუსეთიდან. ტრამპმა სპორტსმენების ოჯახებსაც მიუსამძიმრა.

ცნობისთვის, რეიგანის სახელობის აეროპორტის მახლობლად ჰაერში ერთმანეთს სამგზავრო თვითმფრინავი და  სამხედრო ვერტმფრენი შეეჯახნენ. შეჯახების შემდეგ ორივე მდინარე პოტომაკში ჩავარდა.

არსებული ინფორმაციით, ვერცერთი ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ავიაკატასტროფა მაშინ მოხდა, როცა  სამგზავრო თვითმფრინავი აეროპორტის დასაფრენ ბილიკს უახლოვდებოდა, სამხედრო ვერტმფრენი კი საწვრთნელ ფრენას ასრულებდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved