• რეკლამა
  • კონტაქტი
13:40, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სამწუხაროდ ქვეყანაში უსაფრთხოების სისტემა ბოლომდე მოშლილია” – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
14:37 10-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ზუგდიდში მომხდარ ფაქტს მწვავედ აფასებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი. გიორგი ვაშაძის თქმით ქვეყანაში თუ ადამიანების უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე არ იქნება დაცული მაშინ სხვა ყველაფერზე ფიქრს აზრი არ აქვს. ოპოზიციონერი ლიდერის აზრით ხელისუფლება პროფესიონალმა და საქმის მკეთებელმა გუნდმა უნდა ჩაანაცვლოს, რომელიც კრიზისული სიტუაციების მართვას შეძლებს. ასევე ვაშაძე კრიმინალის დაუყოვნებლივ დაკავებასა და კანონის ფარგლებში შესაბამის დასჯას ითხოვს

„უმძიმესი დღეები გამოვიარეთ და ალბათ ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც ყველამ ერთად მივიღეთ ზუგდიდში განვითარებული მოვლენების გამო. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ სამწუხაროდ ქვეყანაში უსაფრთხოების სისტემა ბოლომდე მოშლილია. პირველ რიგში რა თქმა უნდა მინდა მივესალმო მძევლების უსაფრთხო განთავისუფლებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე, მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ მოხდეს ამ ადამიანის დაკავება. დაუყოვნებლივ მოხდეს მისი დაკავება ყველა ძალისა და რესურსის გამოყენებით იმიტომ, რომ ასეთი პრეცენდენტის შექმნა ნიშნავს კატასტროფას საქართველოს როგორც კრიმინოგენულ ვითარებაში. მთავარი კითხვა არის, რამ მიგვიყვანა აქამდე? აქამდე მიგვიყვანა სამწუხაროდ უსაფრთხოების ჩამოშლილმა სისტემამ, სადაც პოლიციელს არ ეძლევა შესაძლებლობა ებრძოლოს კრიმინალს. ოფიციალური სტატისტიკით 40 ათასი დამნაშავეა თავისუფალი მხოლოდ გასული წლის ჩადენილი დანაშულებით, 2-ჯერ არის გაზრდილი კრიმინალის მაჩვენებელი და განახევრებული არის გახსნის მაჩვენებელი.

რაც არ უნდა ვისაუბროთ ეკონომიკის განვითარებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, წარმოების განვითარებაზე, თუ ქვეყანაში ადამიანის უსაფრთხოება არ არის უმაღლეს დონეზე ვერაფერს ვერ მივაღწევთ. ყველაზე მძიმე ჩემთვის იყო ის გაუთავებელი პოლიტიკური კინკლაობა რაც ჩვენ გვესმოდა ხელისუფლების მხრიდან, მძევლების პოლიტიკური ნიშნიშ გარჩევა, ტელევიზიებზე თავდასხმა რატომ აკეთებენ იმ საქმიანობას რასაც მედია საშუალებები ეწევიან, არადა მათი ვალდებულება ხომ საზოგადოების ინფორმირებულობაა. ასევე ჩვენ გვესმოდა დაუსრულებელი კინკლაობა ნაცვლად იმისა, რომ მომხდარიყო სრული კონცენტრაცია დამნაშავის დაკავებაზე, ეს მგონი არის ის, რაც ყველას ერთად ყელში გვაქვს ამოსული. ჩვენ გვჭირდება ეროვნული თანხმობა, ეროვნული ერთიანობა იმისთვის, რომ გავატაროთ რეფორმები ქვეყანაში, რომელიც მოგვიტანს უსაფრთხო გარემოს, მოგვიტანს ქვეყნის განვითარებას და ქვეყნის წინსვლას. სხვა შემთხვევაში ჩვენ მუდმივად ვიქნებით მსხვერპლნი ამ გაუთავებელი კინკლაობის, პოლიტიკური მოროდიორობის, რომელსაც აქვს ადგილი პირდაპირ ხელისუფლების მხრიდან. კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან კარგია მძევლების უსაფრთხოდ განთავისუფლება და მივესალმები ამას, მაგრამ მეორე დაუყოვნებლივ თუ არ მოხდა დაკავება დამნაშავის, ეს მიიღეებს საგანგაშო პრეცენდენტს, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმებს კრიმინოგენულ სიტუაციას ქვეყანაში. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ფაქტის მეორე დღეს ვიღაცამ ქობულეთში ინკასატორი დააყაჩაღა და გაიტაცა თანხა. ამის ფონზე შესაძლოა შემდეგ დღეებშიც მოხდეს მსგავსი ფაქტები რადგან დაუსჯელობის სინდრომი იქმნება ამ შემთხვევის ფონზე. ერთადერთი გამოსავალი არის ხელისუფლების ცვლილება და კეთილგონიერი, პროფესიონალი ადამიანები ხელისუფლებაში, ადამიანის უსაფრთხოება, როგორც უმაღლესი პრიორიტეტი თიოთოეული ჩვენგანისთვის და რაც მთავარია ქვეყნის განვითარება, როგორც მთავარი ამოცანა. ვერცერთი ქვეყანა ვერ განვითარდება თუ ასეთი მძიმე კრიმინოგენული სიტუაცია იქნებაქვეყანაში, მე მსგავსი პრეცენდენტი არათუ საქართველოში არამედ უახლესი ათწლეულების განმავლობაში საერთოდ არცერთ ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში არ მახსოვს“ – გიორგი ვაშაძე

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved