,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
სამწუხაროდ გამართლდა რაც გუშინ დავწერე…. პირველი და მესამე გოლი ვის სინდისზეა ნეტა?
ცნობისთვის, ზვიად ტომარაძე, გუშინ, წერდა:
ხვალ 2 უმნიშვნელოვანესი მატჩია!
16:00–ზე საქართველო–ბოსნია
20:00–ზე საქართველო–თურქეთისაქართველო თუ ამარცხებს ბოსნიას გადის 1/8 ფინალში, თუ წააგებს მაინც რჩება გასვლის შანსი, ოღონდ ამ შემთხვევაში საბერძნეთმა უნდა მოუგოს ესპანეთს.
საქართველო თურქეთთან მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება, არ გვეყოლება კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე. სასურველ ფორმაში არ არის კვარა, უთამაშებელია მამარდა, თუმცა არის სასიამოვნო სიახლეებიც, ქოჩორა სპორტინგში გადავიდა და კარგად ითამაშა კიდეც პორტუს წინააღმდეგ, ასევე გოჩოლეიშვილი გადავიდა ჰამბურგში და გოგლიჩიძე უდინეზეში, წიტაიშვილი და აბუაშვილი– მეცში. შესაბამისად, სწორი ტაქტიკით შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღწევა.
სწრაფი თურქი თავდამსხმელების წინააღმდეგ 38 წლის, შენელებული კაშიას დაყენება არ იქნება სწორი გადაწყვეტილება და შესაძლოა დამღუპველიც აღმოჩნდეს.
ჩემი აზრით თურქეთთან ამ შემადგენლობით უნდა ვითამაშოთ:
კარში: მამარდა.
დაცვა: კაკაბაძე, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი. ფლანგებზე– წიტაიშვილი და აბუაშვილი.
ნახევარდაცვა: საყრდენებად– ქოჩორა და მექვაბიშვილი, ფლანგებზე: კვარა და დავითაშვილი.
თავდასხმა: ჟორჟი.წარმატებები ჩვენს ნაკრებებს!
კომენტარები