• რეკლამა
  • კონტაქტი
13:08, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამცხე–ჯავახეთში კოვიდგადატანილ ბავშვებს მულტისისტემური ანთების სინდრომი განუვითარდათ

ალია ავტორი - ალია
12:19 01-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

ახალციხესა და ახალქალაქში ორ არასრულწლოვანს MIS-C, იგივე მულტისისტემური ანთების სინდრომი აღმოაჩნდა.  ექიმების განცხადებით, აღნიშნული დაავადება იმ პირებს ემართებათ, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ გადატანილი.

ორივე არასრულწლოვანი სამკურნალოდ თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ–ერთმა მათგანმა მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა და სახლში გაწერეს, რაც შეეხება მეორეს, რომელიც ახალქალაქიდან არის, ჯერ კიდევ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განმარტებით, მულტისისტემური ანთების სინდრომი კორონავირუსგადატანილ მოზარდებს, გადატანიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ უვითარდებათ.

ძირითადი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, დიარეა, ხველა, გამონაყარი და ა.შ.

„აღნიშნულ სინდრომს ერთდროულად ახასიათებს რამდენიმე სისტემის დაზიანება. სისხლში ცვლილებები მიუთითებენ ანთების არსებობაზე, ასევე ექმნებათ საჭმლის მომნელებელი და  საშარდე სისტემების პრობლემები, მოქმედებს ნერვიულ სისტემაზეც, კანზე კი გამონაყარი უჩნდებათ“, – განმარტავს ჩხაიძე.

მისივე თქმით, ეს სინდრომი მოზარდებს 6 წლიდან ზევით ემართებათ. მათ კორონავირუსი შესაძლოა ისე ჰქონდეთ გადატანილი, რომ არც იცოდნენ.

ჩხაიძე განმარტავს რომ სინდრომის მქონე მოზარდებს მკურნალობა 2-3 კვირის განმავლობაში სჭირდებათ. პაციენტებს ჰორმონებით, გართულების შემთხვევაში კი ანტისხეულებით მკურნალობენ.

„არსებობს საერთაშორისო პროტოკოლი უმრავლეს შემთხვევაში ეს არის ჰორმონი. მკურნალობენ მინიმუმ სამი კვირის განმავლობაში. ძალიან მძიმე შემთხვევებში შეიძლება გამოყენებული იყოს ინტრავენური იმუნოგლობულინი. მძიმე შემთხვევები კი საბედნიეროდ ბავშვებთან იშვიათია“.

მისივე განმარტებით, მულტისისტემური ანთების სინდრომის შემთხვევაში აუცილებელია დაავადებულმა მულტიპროფილურ კლინიკაში იმკურნალოს.

„სინდრომის დიაგნოსტიკას ძალიან სპეციფიკური ლაბორატორიული ტესტები სჭირდება, რომელსაც ყველა საავადმყოფოში ვერ გააკეთებენ. ბავშვი აუცილებად უნდა მოთავსდეს საავადმყოფოში. საჭიროა ნეფროლოგის, ნევროლოგის, რევმატოლოგის, კარდიოლოგის, ჰემატოლოგის, ბავშთან ინფექციური დაავადებათა სპეციალისტის კონსულტაცია“.

ახალი სინდრომის შესახებ ინფორმაცია 2020 წლის გაზაფხულზე გავრცელდა. MIS-C–ს შეუძლია იერიში მიიტანოს ერთდროულად ბევრ ორგანოზე და დააზიანოს გულის ფუნქციონირება.

პედიატრიული მულტისისტემური ანთებითი სინდრომის შემთხვევები თავდაპირველად ბრიტანეთში, იტალიასა და ესპანეთში დაფიქსირდა. შემდეგ უკვე ამერიკასა და საფრანგეთში. აღნიშნულ სინდრომს  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე არასრულწლოვანიც ემსხვერპლა.

sknews.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved