• რეკლამა
  • კონტაქტი
01:40, ხუთშაბათი, 15 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამსახური სტუდიაში! – დასაქმება ინტერვიუს ჩაწერისას – რას უყვება სტუდენტი „ალიას“

ალია ავტორი - ალია
08:00 05-06-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
394

ბოლო პერიოდში, საქართველოში დასაქმების პრობლემაზე მეტი და მეტი ადამიანი საუბრობს. სტუდენტები ამბობებ იმასაც, რომ სწავლობენ, თუმცა, არ აქვთ იმედი, ოდესმე, პროფესიით იმუშავებენ, თუ არა.

ამ კუთხით, ძალიან უმართლებთ ადამიანებს, რომლებიც ელექტროობას სწავლობენ. ბაზარზე წამყვანი კომპანია „ენერგო–პრო ჯორჯია“ ჯერ კიდევ სწავლის პროცესიდან იწყებს მათთან კომუნიკაციას, აწესებს სტიპენდიებს, სთავაზობს სტაჟირებას და შემდგომ დასაქმებას,

ყოფილა შემთხვევა, კომპანიას სტიპენდია კონკრეტული ახალგაზრდებისთვის, პირდაპირ ეთერში შეუთავაზებია, თუმცა, აქამდე არასოდეს ყოფილა შემთხვევა სტუდიაში, ინტერვიუს მსვლელობისას, დასაქმება შეეთავაზებინოთ რომელიმე მათგანისთვის.

გიორგი ჭელიძე

 

 

„ბლექსის“ სტუდენტი, გიორგი ჭელიძე, რომელიც გადაცემა ენერგო მეტრის ახალი სეზონის პირველი სტუმარი იყო, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ინტერვიუს დროს, გადასცემდნენ ხელმოწერილ ხელშეკრულებას, ღია თარიღით. „ალიასთან“ ამბობს, რომ იმდენად დიდი იყო სიხარული, რომ გამოხატვაც კი ვერ შესძლო.

 

 

 

გიორგი უკვე სტიპენდიანტიაა კომპანიის, სწავლის დასრულების შემდგომ, მას უნდა გაევლო სტაჟირება და მხოლოდ ამის შემდეგ ჰქონდა კომპანიაში დასაქმების შანსი. იგი, ენერგო მეტრის წამყვანს, ბექა რომანაძეს უყვებოდა, რომ დიდი იმედი აქვს, ყველა იმ საფეხურს გაივლის, რაც მათთან დასაქმებას და ენერგო–პრო ჯორჯიას დიდ ოჯახში დამკვიდრებას მოუტანს.

გიორგი ყვებოდა, რომ სტუდენტები, იმის მიხედვით არჩევენ პროფესიას, რამდენად მზარდი და განვითარებადია, ესა თუ ის სპეციალობა, ამბობდა, რომ ელექტრიკოსობა მასშტაბური პროფესიაა, „სადაც არ უნდა მიხვიდე და გაიხედო, ყველა დაწესებულებაში, იქნება ეს კულინარიული საწარმო, მშენებლობა, საავადმყოფო, ელექტროობის სპეციალისტი სჭირდებათ. მასშტაბური, პერსპექტიული პროფესიაა“, – თქვა მან და ნამდვილად ასეა, მაგალითად, ამ გადაცემის ჩასაწერადაც, სადაც დასაქმება მოიპოვა, ელექტროობაა საჭირო. რაც ყველაზე მთავარია, კარგი სპეციალისტი ამ კუთხით, უსაფრთხოების გარანტიაცაა.

თუმცა, მთელი ინტერვიუს მანძილზე, როცა გიორგი ჭელიძე საუბრობდა პროფესიაზე, მის მასშტაბურობაზე, აღნიშნავდა, რომ მისი ოცნება კონკრეტულად ენერგო–პრო ჯორჯიაში მუშაობაა, რადგან სწორედ აქ წარმოუდგენია ყველაზე დიდი კარიერული წინსვლა. ამბობდა, რომ ერთი სული აქვს, თეორიული სწავლა გაამყაროს პრაქტიკაში და დაიწყოს სტაჟირება კომპანიაში, სადაც მუშაობის დაწყება, მისი მთავარი მიზანია.

ენერგო–მეტრის გადაცემის მსვლელობისას, სტუდიაში შევიდა კომპანიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ტრაპაიძე და მოულოდნელად, სტუდენტს, რომელიც ფიქრობდა, რომ ჯერ სწავლა უნდა დაესრულებია, შემდეგ სტაჟირება გაევლო და მხოლოდ შემდეგ ეცადა ბედი, დასაქმების პროგრამაში, პირდაპირ დასაქმება შესთავაზა:

გიორგი ტრაპაიძე

 

„გიორგის ახლავე მინდა შევთავაზო ჩვენს კომპანიაში დასაქმება. ეს არის ხელშეკრულება, რომელიც ფილიალის დირექტორის მიერ ხელმოწერილია, მხოლოდ თარიღი აქვს დასასმელი. როგორც კი გადაწყვეტ, რომ მზად ხარ ჩვენს კომპანიაში დასაქმებისთვის, თარიღს დასვამ და ხელს მოაწერ“ – ამბობს გიორგი ტრაპაიძე.

 

 

 

 

ტრაპაიძემ გადაცემაში თქვა ისიც, რომ გიორგიზე ბევრი კარგი სმენია, იცის, როგორ კარგად სწავლობს, პერსპექტიულია, როგორი დიდი სურვილი აქვს მათ გუნდს შეუერთდეს და ამიტომ თამამად შესთავაზეს სამსახური.

გიორგი ტრაპაიძე ამბობს, რომ ამ სფეროში, პირველი და უმთავრესი, მოტივაციაა, რადგან, თუ ადამიანი მოტივირებულია, პროფესიას სახელმწიფო კოლეჯებში უსასყიდლოდ ეუფლება, მეტიც, კომპანია სთავაზობს სტიპენდიას, სტაჟირებას და შემდგომში დასაქმების და კარიერულ წინსვლას. იმის დასადასტურებლად, რომ პროფესიას არ აქვს სქესი, ნებისმიერი ქალი, რომელიც ამ პროფესიის შესწავლას გადაწყვეტს, ავტომატურად ხდება კომპანიის სტიპენდიანტი.

რაც შეეხება კარიერულ წინსვლას, არც ესაა ცარიელი სიტყვები, მაგალითად, ვალენტინა ზიბზიბაძე ჯერ იყო კომპანიის სტიპენდიანტი, შემდეგ სტაჟიორი, შემდეგ ტექნიკოს–ელექტრიკოსი და მოკლე დროში, ერთ–ერთი ყველაზე დიდი უბნის უფროსი გახდა.

რაც შეეხება გიორგი ჭელიძეს, რომელიც მოულოდნელმა სიხარულმა და „სამსახურმა სტუდიაში“ იმდენად დააბნია, რომ როგორც ამბობს, გამოხატვაც გაუჭირდა ემოციის, მას უკვე აუხდა ერთი ოცნება, იგი ენერგო–პრო ჯორჯიას დიდი ოჯახის წევრი გახდა. ამბობს, რომ კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია მისი პროფესია ნებისმიერი სფეროსთვის, ეს არის, ალბათ, ის მოტივაცია, რომლითაც ადამიანს ბევრის მიღწევა შეუძლია, მით უფრო, ასეთი პროფესიული დახმარებების ფონზე და ვფიქრობ, გიორგი, ბევრს მიაღწევს კარიერულად.

„შინაგანად სულ ვიცოდი, რომ ჩემი მომავალი სამსახური, შესაძლოა, დაკავშირებული ყოფილიყო ამ ენერგოკომპანიასთან. მქონდა დაგეგმილი სტაჟირების გავლა და შემდგომ, აუცილებლად უნდა მეცადა დასაქმება. თუმცა, გადაცემის ჩაწერისას, იმ დღეს თუ მივიღებდი უკვე კონკრეტულ შეთავაზებას – არ ველოდი. შეიძლება გარეგნულად ვერც გამოვხატე, იმდენად ემოციური იყო. კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ პროფესიის არჩევისას არ შევმცდარვარ“- თქვა კოლეჯ ,,ბლექსის“ სტუდენტმა გიორგი ჭელიძემ ‘ალიასთან“.

 

გიორგი ჭელიძე და ბექა რომანაძე

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან
ახალი ამბები

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან

16:13 05-14-2025
სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია
ახალი ამბები

სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

14:17 05-14-2025
შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას
ახალი ამბები

შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

14:11 05-14-2025
თიბისი კამპუსში სწავლა 330 სტუდენტმა დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში სწავლა 330 სტუდენტმა დაიწყო

13:51 05-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved