ჯანმო სამხრეთ სუდანში უცნობი დაავადებისგან 89 ადამიანის გარდაცვალებას სწავლობს. ამის შესახებ BBC News-ი იტყობინება.
გარდაცვლილები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ჯონგლის შტატში ცხოვრობდნენ, სადაც რამდენიმე ხნის წინ ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წყალდიდობა მოხდა.
თავდაპირველად ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ გარდაცვალების მიზეზი ქოლერა გახდა, თუმცა კვლევებით ეს არ დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რეგიონში სწრაფი რეაგირების ჯგუფი გაგზავნა, რომელიც მომხდარს შეისწავლის და დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებულ რისკებს შეაფასებს.
კომენტარები