• რეკლამა
  • კონტაქტი
06:04, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამხრეთ კორეაში მეორე ტალღა უკვე იწყება? რატომ დაიკეტა სკოლები და რა წამალს ყიდულობს ქვეყანა?

ალია ავტორი - ალია
17:48 05-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

კორონავირუსის გამო დახურული სკოლების გახსნის შემდეგ, სამხრეთ კორეაში დაახლოებით 500 სკოლა კვლავ დაკეტეს. სეულსა და მის შემოგარენში Covid-19-ის ახალი, მზარდი შემთხვევების შეკავებას ცდილობენ.

ქვეყნის განათლების მინისტრის მოადგილემ, პარკ ბაეგ-ბეომმა, განაცხადა, რომ ეს მოსწავლეები ონლაინ სწავლებას გააგრძელებენ. მან სეულის სხვა სკოლებს მოუწოდა, რომ 14 ივნისამდე უფროს კლასებში მოსწავლეების 2/3 დაუშვან, დაწყებით, საშუალო სკოლებსა და ბაღებში კი – 1/3. პარკ ბაეგ-ბეოს განცხადებითვე, 28 მაისს ქვეყნის მასშტაბით 838 სკოლამ გადაწყვიტა, რომ ხელახლა არ გაიხსნან და ისინი კვლავ ონლაინ სწავლებას აგრძელებენ.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სეულის ერთერთ რეგიონში, სადაც დაახლოებით 25 მლნ ადამიანი ცხოვრობს, პარკები, ხელოვნების გალერეები, მუზეუმები და თეატრები 2 კვირით კვლავ დაკეტეს. სეულის მთავრობის მიერ დაგეგმილი სხვა ღონისძიებები გაუქმდა ან გადაიდო. სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა კერძო ინსტიტუტებსა და ინტერნეტ კაფეებს მოუწოდეს, რომ 14 ივნისამდე არ გაიხსნან.

სამხრეთ კორეის ჯანმრთელობის მინისტრმა, პარკ ნეუნგ-ჰომ, სეულის მოსახლეობას ორი კვირით შინ დარჩენისკენ მოუწოდა. ოფიციალური პირების თქმით, სეულში ვირუსის გადაცემის წყაროების დადგენა რთულდება და არსებობს მეორე ტალღის საფრთხე.

სამხრეთ კორეაში განაცხადეს, რომ რემდესივირის შეძენას აპირებენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved