სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამის, “ომიკრონის” აფეთქება ისევე მალე მცირდება, როგორც იზრდებოდა. ამის შესახებ ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა, სალიმ აბდულ კარიმიმ განაცხადა. ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს.
კარიმის თქმით, ქვეყანამ ახალი შტამის, “ომიკრონის” შემთხვევების პიკი სწრაფად გადალახა და, წინასწარი მტკიცებულებების საფუძველზე, ის მოელის, რომ სხვა ქვეყნებიც “იმავე ტრაექტორიას” მიჰყვებიან.
ინფიცირების ზრდის მიუხედავად, სამხრეთ აფრიკაში კარანტინი ან სხვა მკაცრი შეზდუდვები არ ამოქმედებულა, თუმცა ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, სამხრეთ აფრიკიდან და მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტებისთვის საზღვრები ჩაკეტა.
კარიმის თმით, ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ “ომიკრონით” ჰოსპიტალიზაცია 80%-ით ნაკლები იყო, ვიდრე “დელტას” შემთხვევაში. ჰოსპიტალში მყოფ პაციენტებს კი სერიოზული ავადმყოფობის რისკი 30%-ით ნაკლები ჰქონდათ.
კომენტარები