• რეკლამა
  • კონტაქტი
14:47, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამხილები გომელაურის და ივანიშვილის წინააღმდეგ – რას აცხადებენ გოგაშვილის ადვოკატები?

ალია ავტორი - ალია
19:15 08-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
813

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ემუქრება.

გოგაშვილის ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა სპეციალური ბრიფინგზე დღეს თქვენს, რომ რუსთავის მე-12  დაწესებულებაში გოგაშვილი ე.წ. საშხაპეში რამდენჯერმე გაიყვანეს, სადაც მას დახვდა მობილური, რომლის მეშვეობითაც გოგაშვილს პირადად შს მინისტრ, ვახტანგ გომელაური ესაუბრა.

უფლებადამცველი, რამაზ ჩინჩალაძე:

“გაიყვანეს ე.წ. საშხაპეში, სააბაზანო ოთახში და მას მიუთითეს ფანჯრის ე.წ. რაფაზე, ტელეფონზე. იოსებ გოგაშვილმა, რა თქმა უნდა, უპასუხა და მას ესაუბრებოდა საქართველოს შს მინისტრი. საუბარი შეეხებოდა მუქარებს. ძირითადი მოთხოვნა იყო, რომ მიეცა მათთვის სასურველი ჩვენება იმ საკითხებზე, რაც გოგაშვილმა გააჟღერა.

ცნობილია, რა ნომრიდან ხდებოდა იოსებ გოგაშვილთან დაკავშირება და რა ნომერი იყო მოთავსებული ტელეფონში, რომლის საშუალებითაც პასუხობდა შს მინისტრს. იოსებ გოგაშვილმა მის ხელთ არსებული წებოვანი ლენტის, ე.წ. სკოჩის მეშვეობით მობილური ტელეფონიდან აიღო თითის ანაბეჭდები. აღნიშნული მტკიცებულება გამოტანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან და შევეცდებით თუკი ვარგისი იქნება იდენტიფიკაციისათვის, ჩავატაროთ ექსპერტიზები”

უფლებადამცველი, დიმიტრი ღონღაძე:

“საუბარი შს მინისტრსა და სოსო გოგაშვილს შორის შედგა 4-ჯერ. ამ ფაქტის დროს მე-3 სართულზე გაათავისუფლეს ყველა ბადრაგი და არავინ იმყოფებოდა. პირველ 2 შემთხვევას ორგანიზებას უწევდა დაწესებულების ხელმძღვანელი, ზურაბ მოდებაძე, რომელმაც მიუთითა, რომ შესულიყო საშხაპეში”

გოგაშვილის მეუღლე, თეა მარტყოფლიშვილი:

“ყველაფერი თანხმდება ბიძინა ივანიშვილთან. აკრძალული გვქონდა კომუნიკაცია და მოულოდნელად 2-ჯერ შეგვიყვანეს ჩემს მეუღლესთან. თუკი არ შეიძლებოდა, როგორ მოხდა ეს”

უფლებადამცველები მუქარის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიების დაწყებასა და გოგაშვილის სართულზე დამონტაჟებული კამერებიდან, 28 ივლისიდან 6 აგვისტომდე, ჩანაწერების ამოღებას მოითხოვენ.

თეგები: ბიძინა ივანიშვილივახტანგ გომელაურისოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved