• რეკლამა
  • კონტაქტი
22:23, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამხედრო გადატრიალება ხომ არ იგეგმება საქართველოში – სუსის კითხვები მებრძოლებს

ალია ავტორი - ალია
16:30 07-25-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
233

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე კიდევ ერთი უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ჯემალ კაშია დაიბარეს.

ჯემალ კაშია უკრაინიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

“ძალიან გადავიღალე, რა, ამ უაზრო დაბარებებით, უაზრო კითხვებით. ჩვენ ვეომებით რუსებს, ორკებს და ისინი ორკების პატივსაცემად აკეთებენ ყველაფერს იმის გულისთვის, რომ იმათი გული გაახარონ, რომ ჩვენ დაგვიბარებენ, გამოგვკითხავენ. რაზე მიბარებენ, ჯერ ეს არ ვიცი. აეროპორტში ჩამოსვლის დროს, როდესაც ჩამოვდივარ უკრაინიდან, 10 დღის განმავლობაში ეს სპეცსამსახურები ხან სახლში მაკითხავენ, ხან მირეკავენ, ხან “შემხვდი”, ხან “მოდი”, ხან “წადი”, ვერ გავიგე რა უნდათ საერთოდ, კაცო, დამანებონ თავი. დაგვანებონ ჩვენ, მებრძოლებს, თავი, რას ვაკეთებთ, ჩვენ ტერორისტები არა ვართ”. – თქვა ჯემალ კაშიამ ჟურნალისტებთან.

როგორც კაშიამ აღნიშნა, მას სუს-ში შეკითხვები ხელისუფლების მიერ სპეკულირებული ტერაქტის შესახებ დაუსვეს, კერძოდ, აპირებენ თუ არა ის და უკრაინაში მებრძოლი სხვა ქართველები საქართველოში სამხედრო გადატრიალების მოწყობას.

“ჩვენ, უკრაინაში მებრძოლები, არანაირ გადატრიალებას არ ვახდენთ საქართველოში. ეს ჩვენი ქვეყანაა და გვიყვარს იგი” – თქვა კაშიამ საპასუხოდ.

ბოლო რამდენიმე დღეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში მებრძოლ ქართველებსა და ომის ვეტერანებს გამოკითხვაზე იბარებს. დაბარებულთა და გამოკითხულთა შორის ქართული ლეგიონის უკრაინაში მებრძოლი წევრი ნადიმ ხმალაძე და ჯემალ კაშია, ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტი ლაშა ჭიღლაძე და ომის ვეტერანები, ბესო ბენდელიანი, ლაშა რუხაია, ვაჟა ცეცაძე, გელა კახაბრიშვილი და კონსტანტინე ჯღამაია არიან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved