• რეკლამა
  • კონტაქტი
06:01, ოთხშაბათი, 10 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან 150 ნივთი მოიპარეს და დაალომბარდეს – დეტალები

ალია ავტორი - ალია
17:39 08-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
96

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა, ამჯერად, ექსპერტიზის ბიუროდან ნივთმტკიცებები მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.

ტექნიკა, სადაც მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის მტკიცებულებები ინახებოდა, ექსპერტიზის ბიუროს საინფორმაციო დეპარტამენტის თანამშრომელმა დავით უმანკოშვილმა დაალომბარდა. უმანკოშვილმა ამბის შესახებ თავად აღიარა და მტკიცებულებების დალომბარდების ფაქტი ფინანსური პრობლემებით ახსნა. ამ ფაქტს შაბათის ეთერთან  უმანკოშვილის დაც ადასტურებს.

დაკარგულია 150 ნივთმტკიცება. პოლიციამ 20 ნივთმტკიცებას ლომბარდებში მიაკვლია.

ექსპერტიზის ბიუროში აცხადებენ, რომ შენობაში შემოწმება ჩაატარეს და ეჭვი თავად გაუჩნდათ, თუმცა ტვ პირველის ინფორმაციით, გამოძიება ბრალდებულის აღიარების ჩვენების საფუძველზე დაიწყო.

მართალია, პოლიცია ლომბარდებში ეძებს მტკიცებულებებს, მაგრამ ამ დრომდე არ არის ცნობილი შევიდა, თუ არა, სამხარაულის სახელობის ბიუროში სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია გუშინ საღამოს გავრცელდა, ამ დრომდე არ გაუკეთებია განცხადება მთავრობის ადმინისტრაცია. შეგახსენებთ, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო უშუალო მთავრობის და პრემიერის დაქვემდებარებაშია.

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთან ბევრი კითხვა აქვთ ადვოკატებს, აქამდე მთავრობა გვიმტკიცებდა, რომ სამხილების გაყალბება არ ხდება – ახლა, როცა საერთოდაც სამხილების გაქრობაზეა საუბარი, საინტერესოა როგორი იქნება პრემიერის განცხადება, რომელმაც გუშინ ქართული განათლების სისტემა დაიწუნა და თქვა, რომ მეტმა ახალგაზრდამ უნდა ისწავლოს უცხოეთში. დაიწუნებს, თუ არა, პრემიერი ქართულ ექსპერტიზასაც და დადგება თუ არა საქმეების გადახედვის საჭიროება?

თეგები: სამხარაულის ბიურო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ზრდა ნორმალიზდება, სავალუტო ბაზარზე კვლავ სიჭარბეა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ზრდა ნორმალიზდება, სავალუტო ბაზარზე კვლავ სიჭარბეა

15:51 12-09-2025
თიბისის მხარდაჭერით, ბიზნესგამოფენა  – „ადამიანები ბიზნესის უკან“ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბიზნესგამოფენა – „ადამიანები ბიზნესის უკან“ გაიმართა

14:26 12-09-2025
“ჯივიპი” წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს
ახალი ამბები

“ჯივიპი” წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს

16:53 12-08-2025
ახალი ამბები

რა კითხვებს სვამენ მეწარმეები ბიზნესის დაწყებამდე? – თიბისი

15:42 12-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved