• რეკლამა
  • კონტაქტი
19:01, ოთხშაბათი, 10 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამიტი ალასკაზე – რა მოთხოვნები წამოაყენა პუტინმა უკრაინაში ომის დასასრულებლად

ალია ავტორი - ალია
11:32 08-17-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,154

ალასკაზე გამართული სამიტის დროს ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინაში ომის დარეგულირების შესახებ კრემლის წინადადებები წარუდგინა.

საერთაშორისო სააგენტო Reuters აქვეყნებს პუტინის მოთხოვნების სიას უკრაინის მიმართ. წყაროების ცნობით, დიქტატორის პირობები შეეხება ტერიტორიებს, სანქციებსა და რუსულ ენას უკრაინაში.

პუტინის ძირითადი მოთხოვნები:

  • უკრაინამ უნდა გაიყვანოს ჯარები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან;
  • რუსეთი გაყინავს ფრონტის ხაზს სამხრეთში (ხერსონი, ზაპოროჟიე);
  • მოსკოვი დააბრუნებს მცირე ტერიტორიებს ხარკოვისა და სუმის ოლქებში;
  • უკრაინა უარს იტყვის ნატოში გაწევრიანებაზე, თუმცა მიიღებს „უსაფრთხოების გარანტიებს“ ალიანსის გარეთ;
  • ყირიმი უნდა დარჩეს რუსეთს;
  • რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების ნაწილი უნდა მოიხსნას;
  • რუსულ ენასა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ოფიციალური სტატუსი უნდა მიენიჭოს.

პარასკევს, Fox News-თან ინტერვიუში, ტრამპმა განაცხადა, რომ მხარეები „ძირითადად შეთანხმდნენ“, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება კიევმა უნდა მიიღოს. პრეზიდენტი ზელენსკი ორშაბათს ვაშინგტონში ჩავა ტრამპთან მოლაპარაკებებისთვის.

კიევმა უკვე უარყო ნებისმიერი ტერიტორიული დათმობა, განსაკუთრებით დონეცკის რეგიონში. ევროპელმა ლიდერებმა ასევე აღნიშნეს, რომ ყირიმის რუსეთისადმი ოფიციალურად აღიარება და დათმობა მიუღებელია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი
ახალი ამბები

“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი

18:53 12-10-2025
თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო

12:26 12-10-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ზრდა ნორმალიზდება, სავალუტო ბაზარზე კვლავ სიჭარბეა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ზრდა ნორმალიზდება, სავალუტო ბაზარზე კვლავ სიჭარბეა

15:51 12-09-2025
თიბისის მხარდაჭერით, ბიზნესგამოფენა  – „ადამიანები ბიზნესის უკან“ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბიზნესგამოფენა – „ადამიანები ბიზნესის უკან“ გაიმართა

14:26 12-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved