• რეკლამა
  • კონტაქტი
23:44, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სამი ვერსიაა – ან გაგიჟდა, ან შანტაჟის ქვეშ არის, ან რადიკალურ ამომრჩეველზე “ჩალიჩობს”

ალია ავტორი - ალია
09:38 12-02-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,727

 

სამი ვერსიაა – ან გაგიჟდა, ან შანტაჟის ქვეშ არის, ან რადიკალურ ამომრჩეველზე “ჩალიჩობს”. ბოლო ორი შეიძლება ერთმანეთთან იყოს კავშირში, შეიძლება – არ, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთ-ერთ ვერსიაში შეიძლება “ქართული ოცნება” ხელშემწყობად მოიაზრებოდეს.

“რამდენიმე ვერსიაა ალეკოს მხრიდან ამ ქმედების ჩადენის: პირველი ვერსიაა, რომ ალეკო დათვრა, ქართულ “ჯიგრულ” “პონტში”, სიმთვრალეში გაურისკავს ხალხს ამ ქვეყანაში. თუ შენ გაბრაზდი, მიხვდი, რომ ქართველებს ამდენი რამე დაუშავა ამ სასამართლომ და მურუსიძემ, რა შუაშია მისი კანცელარია? დარწმუნებული ვარ, გახსნის მერე იქ არ იქნება ნამყოფი მურუსიძე. თუ იქ შეაღწიე, თუ იქ ბენზინი მოასხი, ერთი “სპიჩკის” გაკვრა რა გახდა, პირობითად, თუ მთვრალი ხარ და იქამდე თუ მიაღწიე. მე ამას ნეიტრალურად ვაფასებ.

თუ პირობითად, მართლა რაღაცის დაზიანება გინდა და თან 10-წლიანი რაღაცით რისკავ, ხომ შეიძლება, რომ უფრო კარგად დააზიანო, კანცელარიაში სამი ცალი კომპიუტერი რას დაუშავებს ელექტრონული სისტემის პირობებში სასამართლოს? მაგრამ, ვინაიდან დათვრა კაცი და მთვრალი ბოლომდე არ არის ხოლმე ადეკვატური, ეპატიოს ამ ვერსიისთვის. თუმცა, რომ გამოფხიზლდა, მეორე დღესაც თქვა, რომ არ ვიყავი მთვრალიო, ამიტომ, ეს ვერსია უნდა გამოირიცხოს.

მეორე ვერსია არის შანტაჟი – ვინმე ხომ არ აშანტაჟებს და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე სერიოზული ვერსია ალეკო ელისაშვილის საქმეში. შეიძლება აშანტაჟებენ, ასე მოიქეცი შენ, თორემ ჩვენ რაღაცას ვიზავთ და ასე რომ მოიქცევი შენ, ჩვენ ამას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მერე გამოვა, პირობითად, ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე და იტყვის, რომ აი, ნახეთ ტერორისტულ აქტს გვიწყობდა ევროკავშირი და მისი მეგობრები – ბრიუსელი, ალდე და ასე შემდეგ.

მესამე ვერსიაა – შენ “ჩალიჩობ” იმისთვის, რომ რადიკალური ოპოზიციური ნიშა, რაც მიშას უჭირავს ხელში და მაგიტომაც გამოეხმაურა მიშა, იმიტომ, რომ უგრძნო ინსტინქტმა, რომ ეს მის ამომრჩეველზე ღიტინია, რასაც ალეკო აკეთებს, ერთი მხრივ და შენ გინდა, რომ ამ რაღაცაში რადიკალური ოპოზიციური ამომრჩეველი მიიმხრო და აკეთებ რადიკალურ გიჟობას, რომელიც რადიკალურ ამომრჩეველს უყვარს და რომელსაც დაგიფასებენ. შეიძლება შენ გესმის, რომ ამით ფილტრავ შედარებით ნორმალურ ხალხს, არ მომცე ხმაო, მაგრამ რადიკალ ამომრჩეველზე, რომელსაც უნდა, რომ რაღაც გაანადგუროს, გადაწვას, მიუხედავად იმისა, რომ არაფერ შუაში არ არის სასამართლოს კანცელარიის შენობის გადაწვა, ეგრე შეგიძლია ნებისმიერი სახელმწიფო უწყება დაწვა, მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ხალხს აჩვენო, რომ შენ ხარ ისეთი ნაღდი ოპოზიციონერი, რომელიც მზად არის კანცელარიაში შევარდეს, იჯაჯგუროს, ნავთი მოასხას და შემდეგ ჩაჰბარდეს პოლიციას და ისევე ჰქონდეს იმედი, რომ ხალხი ამას “შეჭამს”, იმიტომ, რომ წინა არჩევნებზეც “უჭამია”, იმის წინა არჩევნებზეც და გგონია, რომ ეს სულ გაგივა. ამას შეიძლება “ქოცებიც” უწყობდნენ ხელს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ალეკო ელისაშვილს გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ელისაშვილმა დილის 4 საათზე, ნიღბით, იარაღით, საბრძოლო მასალით და სხვა ნივთებით, ჩაქუჩით ჩაამსხვრია მინა და სასამართლოს შიდა სივრცეში შეაღწია, დაასხა აალებადი ნივთიერება და ხანძრის გაჩენა სცადა. ასევე, სცემა მანდატურს, დაკავების პროცესში კი წინააღმდეგობას უწევდა მანდატურებს და ცდილობდა იარაღის ამოღებას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved