ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე:
სამი უყურადღებოდ დარჩენილი ამბავი:
1. ქვეყანაში დაიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველწლიური საერთაშორისო სამხედრო სწავლება “ღირსეული პარტნიორი”. ეს არის ამერიკელებთან ერთად სწავლება. წინა წლებისგან განსხვავებით, გახსნის ღონისძიებაზე საქართველო წარმოდგენილი იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილით.
არც ერთი მინისტრი მას არ დასწრებია, მათ შორის თავდაცვის მინისტრიც;
2. პრემიერმა თქვა რომ ხანძრების შესახებ დივერსიის ვერსიაზე ვმუშაობთ, ვიცით შიდა ძალების დივერსიული მიდრეკილებებიო. ანუ, დივერსიული გარე ძალები არ ვიცითო.
ამას წაეშველა ალტინფოელი ნიკოლოზ მჟავანაძე, რომ ამერიკელებმა გააჩინეს ხანძარიო;
3. დღეს 1924 წლის აჯანყების 98 წლისთავი იყო. არც სახელისუფლებო მედიას და არც ხელისუფლებას სიტყვა არ დასცდენიათ ამაზე.
მეტი რაღა ქნან?
კომენტარები