• რეკლამა
  • კონტაქტი
19:53, პარასკევი, 13 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, სამი ტიტულოვანი ექიმის სტატია შემომხვდა, რომ თურმე არც მთის ჰაერი, არც ზღვის ქვიშა და არც მარიილიანი წყალი ვარგა…” – ლალი მოროშკინა

ალია ავტორი - ალია
18:45 08-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,312

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა:

,,ბოლო ორ დღეში სამი ტიტულოვანი ექიმის სტატია შემომხვდა, რომ თურმე არც მთის ჰაერი, არც ზღვის ქვიშა და არც მარიილიანი წყალი ვარგა. არც აბასთუმანი კურნავს ფილტვებს და არც ბაკურიანი ასთმას, არც სურამი შველის სასუნთქ გზებს და არც ურეკის ქვიშა აძლევს შვებას ძვალ-სახსროვან სისტემას და საერთოდ საქართველოს კურორტები არ წარმოადგენს რამე ფასეულს მოზარდის ფიზიკური და სულიერი განვითარებისთვის.
ძალიანაც არ ვიზიარებ შეთქმულების თეორიებს, მაგრამ, ვშიშობ რომ მზადდება ახალი პროტოკოლი. სამწუხაროდ რამდენჯრაც დავეჭვდი, ყოველთვის მართალი აღმოვჩნდი. ორკესტრირებული შეტევა მავანთა მხრიდან ორ მსხვილ კურდღელს კლავს: ერთის მხრივ აკნინებს საქართველოს კურორტებს, მეორეს მხრივ საწყალობოდ დარჩენილ იმუნიტეტს აცლის მომავალ თაობებს. ვინც მამაჩემს იცნობდა, იცის რომ ვიქტორ მოროშკინი ძლიერი პედიატრი და გენეტიკოსი იყო. მისი პირველი რჩევა ჩვილის მშობლების მიმარათ იყო, 6 თვის ასაკიდან ბავშვი, რაც შეიძლება დიდი ხნით გაეყვანათ სოფლად, განსაკუთრებით გენეტიკური წარმომავლობის ადგილებში.
თუ ეს მავნე პროტოკოლი ამოქმედდა და ურწმუნოების ჰიპერბოლიზაცია მოხდა ახალი თაობების მენტალობაში, მაშინ არც ბაზალეთის ტბის ძირშია ოქროს აკვანი, არც ამირანია მიჯაჭვული კავკასიონზე, არც ნინოა კაბადოკიიდან მოსული ვაზის ჯვრით, არც ხვამლი არ ინახავს საიდუმლოს, არც უფლისციხეშია იესო ნამყოფი, არც ღვთისშობლის წილხვედრია საქართველო და არც ავეტია ცხოველი!

P. S. რამოდენიმე წლის წინ, შავი ზღვის სანაპირო ზოლის შესასწავლდ, სამომავლოდ იმვესტირების მიზნით, ჩამოსულმა მკვლევარებმა, სპეციალირი ელექტრო ხელსაწყოს მეშვეობით დაადგინეს, რომ ელექტომაგნიტური ველის სიმძლავრე უპრეცედენტო დაფიქსირდა, აღიმართა რამდენიმე მეტრიანი მაგმიტური კედელი. ინვესტიციაც განხორხიელდა და ინფრასტრუქტურაც გაიმართა, უამრავი უცხოელი ისვენებს და იკურნება საქართველოს მადლიან მიწაზე, თავად ჩვენ კი გვირჩევენ ჩვენი შვილები ბეტონის ჯუნგლებში ამოვხუთოთ.“

თეგები: ლალი მოროშკინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved