• რეკლამა
  • კონტაქტი
13:39, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამი სიკვდილი – “რატომ მგონია, რომ ამ ომში რუსეთი დამარცხდება და უკრაინა მოიგებს” – გიორგი თავდგირიძე

ალია ავტორი - ალია
21:02 06-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
251
საქარველოს თავდაცვის ძალების  თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
რატომ მგონია, რომ ამ ომში რუსეთი დამარცხდება და უკრაინა მოიგებს.
შორიდან დავიწყებ, პროფესიონალ მეომარს სამ სიკვდილთან ურთიერთობას ასწავლიან და თუ სამივესთან სწორი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა ხდება მისი ინიციაცია განსაკუთრებულ კასტაში, საძმოში, მეომრების საძმოში (მნიშვნელობა არა აქვს ცუდ მხარეს აპირებს ყოფნას თუ სინათლის მეომრობას).
დავაზუსტებ, პროფესიონალი მეომარი და პროფესიონალი სამხედრო მუდმავ თანხვედრაში არ არის. პროფესიონალი სამხედრო, როგორც კარგი ტაკტიკოსი და ოპერატიული ხელოვნების მცოდნე შეიძლება პარკეტზე ჩამოყალიბდეს და პარკეტზე დაამთავროს კარიერა და რუკას ან სხვა მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ დაგეგმარების პროცესს არ გაცდეს. ომის მოსაგებად პროფესიონალ სამხედროებს აუცილებლად ჭირდებათ პროფესიონალი მეომრები და რაც უფრო მეტი ყავთ მით უფრო ადვილია მათვის, თავის გონებაში მოგებული ოპერაციები, ბრძოლის ველზე გამარჯვებებად აქციონ.
რა უნდა იცოდეს და შეეძლოს პროფესიონალ მეომარს:
1. უცხოს მოკვლა;
2. თავისიანის სიცოცხლის გაღება;
3. საკუთარი სიცოცხლის დათმობა;
თუ ამ სამიდან ერთში მაინც პრობლემა გაქვს, პროფესიონალი მეომარი არ ხარ. პროფესიონალი სამხედრო, პირველ რიგში საკუთარ სიცოცხლის გადარჩენის პროფესიონალია და როდესაც მიზნის მიღწევაზე უარს ამბობს მაღალი რისკის გამო, მისი პროფესიონალური შეფასება ამით არ ზარალდება, იმიტომ რომ წესებით ის მართალია. პროფესიონალი მეომარი მხოლოდ იმ შემთხვევაში ამბობს მიზნის მიღწევაზე უარს, თუ უკეთესი გადაწყვეტილება აქვს (ამით არ გადადის თვითმკლელ კამიკაძეების რანგში).
როდესაც უკრაინაში ბრძოლებს ვაკვირდებით, ჯარისკაცებს ვუსმენთ, მათ ემოციებს ვაანალიზებთ, ცალსახად ჩანს, რომ უკრაინელი მებრძოლები, ისინიც კი ვისაც სამხედრო უნარ ჩვევები აკლია, პროფესიონალი მეომრები არიან, კლავენ უცხოს იმიტომ რომ საჭიროა, არ არიან გულჩვილები თანამებრძოლების მიმართ იმიტომ, რომ თვითონ შეიძლება შემდეგი იყოს, ვინც თავს დადებს და ამ თავდადებისთვისაც მზად არის.
რაც შეეხება რუსებს, კლავენ იმიტომ რომ სიამოვნებთ და გაბრაზებულები არიან მოწინააღმდეგეზე, რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება. ემოცია არა აქვთ თანამებრძოლის სიკვდილზე და თვლის რომ კარგია, რაკი თვითონ არ აღმოჩნდა მის ადგილას და გაწირავს იმ შემთხვევაში თუ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად დაჭირდა. რაც მთავარია, რუსი ჯარისკაცი თვლის, რომ ის იძულებულია იბრძოლოს და საკუთარი სიცოცხლის გაწირვა უდიდესი სიბრიყვეა.
რაკი უკრაინის არმიაში პროფესიონალი მეომრების რიცხვი ძალიან მაღალია და აშკარად უფრო მეტია ვიდრე რუსებს ყავთ, რა მომენტშიც მათი სამხედრო აღჭურვილობა და იარაღის რაოდენობა გონივრულ პროპორციაში იქნება მოწინააღმდეგის შეიარაღებასთან, ბრძოლის ველზე სურათი მკვეთრად გაუარესდება რუსებისათვის.
პ.ს. 2022 წლის თებერვლამდე მთელ მსოფლიოს სამხედრო თეორეთიკოსებს მიაჩნდა, რომ ომს რაკეტები და ტექნოლოგიები იგებენ. 2 წელია მეთოდურად და პერმანენტულად რუსეთი სარაკეტო დარტყმებს აყენებს ურაკეტო უკრაინას და შედეგი ვერ დადგა, ერთი ნაბიჯითაც წინ ვერ წაიწია რუსეთმა გამარჯვებისაკენ. ამიტომ გახდა საჭირო ომის სხვა ჭუჭრუტანიდან ჭვრეტა, სხვა რაკურსით დათვალიერება და კვლევა. რკინა, თუნდაც მაღალტექნოლოგიური შიგთავსით არ არის ომის მოგების გარანტორი და გადამწყვეტი ფაქტორი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved