• რეკლამა
  • კონტაქტი
02:29, ოთხშაბათი, 26 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამი ქალიშვილი, განქორწინება და არცთუ შთამბეჭდავი ქონება – როგორ ცხოვრობს დეპუტატი მანჯგალაძე ?

ალია ავტორი - ალია
18:55 06-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
950

“შორ­ტით და ბო­ტა­სე­ბით თუ არ დავ­დი­ვარ პარ­ლა­მენ­ტში, არ ნიშ­ნავს, რომ “დრა­ი­ვი“ არ მაქვს”, – ეს სი­ტყვე­ბი დე­პუ­ტატ პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძეს ეკუთ­ვნის, რომ­ლი­თაც ორი კვი­რის წინ, პო­ლი­ტი­კოს ზურა ჯა­ფა­რი­ძეს უპა­სუ­ხა, თუმ­ცა “სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ დე­პუ­ტატს, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, “დრა­ი­ვიც“ ჰქო­ნია და მუშ­ტიკ­რი­ვიც შეს­ძლე­ბია… 5 ივ­ნისს, “მან­ჯგა­ლა­ძის მოგ­ვერ­დი“ მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ ნახა, რო­დე­საც “ტვ პირ­ვე­ლის” ეთერ­ში, ტე­ლე­წამ­ყვან მაია მა­მუ­ლაშ­ვი­ლის სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა­ში ლე­ი­ბო­რისტ გი­ორ­გი გუ­გა­ვას ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­და.

“მინ­და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეთერ­ში გა­სუ­ლი კად­რე­ბის გამო. მი­უ­ხე­და­ვად ცი­ლის­წა­მე­ბის მას­შტა­ბი­სა, შე­უ­რა­ცხყო­ფის ხა­რის­ხი­სა. ძნე­ლია თა­ვის შე­კა­ვე­ბა, როცა იმას გაბ­რა­ლე­ბენ, რის წი­ნა­აღ­მდე­გაც იბ­რძვი, მაგ­რამ ესეც კი არ ამარ­თლებს იმას, რაც მოხ­და. გულ­წრფე­ლი ბო­დი­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ”, – და­წე­რა პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძემ მოგ­ვი­ა­ნე­ბით “ფე­ის­ბუქ­ში”.

ის პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია. წარ­მო­შო­ბით სამ­ტრე­დი­ელ­მა დე­პუ­ტატ­მა ნა­ბა­კე­ვის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და­ამ­თავ­რა და სწავ­ლა ბა­თუ­მის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­აგ­რძე­ლა.

2000-2001 წლებ­ში მან­ჯგა­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს “ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის” აჭა­რის ფი­ლი­ა­ლის იუ­რის­ტი იყო.

2008-2009 წლებ­ში მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­სურ­სე­ბის მარ­თვი­სა და კონ­ტრო­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ და შემ­დეგ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უფ­რო­სის პოსტს იკა­ვებ­და.

2011-2012 წლებ­ში მან­ჯგა­ლა­ძე გახ­ლდათ სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტო­რი.

2012-2013 წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის, გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ვიცე-გუ­ბერ­ნა­ტო­რი ლან­ჩხუ­თის, ოზურ­გე­თი­სა და ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში.

2014-2016 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შტატ­გა­რე­შე თა­ნამ­შრო­მე­ლი.

2014-2017 წლებ­ში ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი. ამა­ვე წლებ­ში იყო ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი.

2020 წლი­დან არის სა­ქარ­თვე­ლოს მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი პარ­ტი­უ­ლი სიით, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი: “გი­ორ­გი ვა­შა­ძე – სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“.

ამ­ჟა­მად თბი­ლის­ში ცხოვ­რობს. რო­გორც მისი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან ვი­გებთ, ის აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი, მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში მიმ­დი­ნა­რე ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა­ში.

ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია მან­ჯგა­ლა­ძეს 2022 წლის 24 თე­ბერ­ვალს შე­უვ­სია, რომ­ლი­და­ნაც ვი­გებთ, რომ ის სამი ქა­ლიშ­ვი­ლის მა­მაა. უფ­რო­სი ნინო 2003 წელს და­ბა­დე­ბუ­ლა, თა­მა­რი და ანას­ტა­სია კი, შე­სა­ბა­მი­სად, 2010 და 2011 წლებ­ში. 2022 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მას მე­უღ­ლე მი­თი­თე­ბუ­ლი აღარ ჰყავს, თუმ­ცა 2021 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ვკი­თხუ­ლობთ, რომ დე­პუ­ტა­ტის ცოლი ექი­მი-ალერ­გო­ლო­გი ელე­ნე კა­კა­ბა­ძე ყო­ფი­ლა. რო­გორც ირ­კვე­ვა, წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­და.

პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძის დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ის ფლობს 200 კვ.მ. ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს სამ­ტრე­დი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლი ჩხენ­ში, რო­მე­ლიც 1996 წელს მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­უ­ღია. ასე­ვე 2021 წელს თბი­ლის­ში 60 000 დო­ლა­რად შე­ძე­ნილ 57 კვ.მ. ფარ­თო­ბის და ამა­ვე წელს 39 ათას დო­ლა­რად შე­ი­ძე­ნილ 62 კვ.მ. ფარ­თო­ბის ბი­ნებს. რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ით­ვე ირ­კვე­ვა, ამ ბი­ნე­ბის შე­ძე­ნამ­დე მან­ჯგა­ლა­ძემ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა 110 000 დო­ლა­რად გა­ყი­და.

დე­პუ­ტა­ტის მფლო­ბე­ლო­ბა­შია 2012 წელს მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი 1921 კვ.მ. ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი სამ­ტრე­დი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნა­ბა­კევ­ში.

პო­ლი­ტი­კოსს ჰყავს მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა Toyota camry, რო­მე­ლიც 2018 წელს 8000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს, პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძეს “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის” სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 11 200 ლარი. ანა­ბარ­ზე – 5600 დო­ლა­რი, და­ნა­ზო­გის სა­ხით კი – 17 500 დო­ლა­რი.

პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში დე­პუ­ტა­ტის სარ­გოს სა­ხით კა­ლენ­და­რუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 51 576,85 ლარი მი­ი­ღო.

წყარო : ამბები. ჯი.

თეგები: პაატა მანჯგალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში

14:50 11-25-2025
ნუ მიატოვებ სურვილებს – აისრულე თიბისი განაწილებით
ახალი ამბები

ნუ მიატოვებ სურვილებს – აისრულე თიბისი განაწილებით

14:22 11-25-2025
ახალი ფუნქციონალი – დაამატე და გაყავი საერთო ხარჯები თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ახალი ფუნქციონალი – დაამატე და გაყავი საერთო ხარჯები თიბისის მობაილბანკში

12:52 11-25-2025
თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები Black Friday-ზე
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები Black Friday-ზე

18:27 11-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved