• რეკლამა
  • კონტაქტი
15:51, პარასკევი, 20 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამი მოსამართლის დაუმსახურებლად არჩევამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს EU-სთან მოლაპარაკებების დაწყებას – “სასამართლოს გუშაგი”

ალია ავტორი - ალია
13:37 06-27-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,302

პარლამენტის მიერ გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის მიმართ ლოიალური სამი მოსამართლის დაუმსახურებლად არჩევა, შესაძლოა, გახდეს ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია “სასამართლოს გუშაგის” განცხადებაში პარლამენტის მიერ, უზენაესის სამი მოსამართლის დამტკიცებასთან დაკავშირებით.

“ოცნებამ” ბადრი შონიას, გიზო უბილავასა და გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურებს პლენარულ სხდომაზე დღეს უყარა კენჭი და 80 და 78 -78 ხმით დაამტკიცა.

“სასამართლოს გუშაგი” აღნიშნავს, რომ “ოცნებამ”  დახურულად გამოაცხადა კანდიდატის სტატუსით გათვალისწინებული მოთხოვნა  მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე,  რაც სასამართლო სისტემას ართმევს საფუძვლიანი რეფორმირების სამომავლო პერსპექტივას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური როლისა და სტატუსის გათვალისწინებით, არსებითი მნიშვნელობა აქვს სასამართლოს დაკომპლექტებას კეთილსინდისიერი კადრებით.

“ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან ერთად საქართველოსთვის განსაზღვრული პირობებიდან ერთ-ერთი შეეხება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებას, რომლის ფარგლებშიც უნდა შეიქმნას სასამართლოში წამყვან თანამდებობებზე მყოფი პირების კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო მექანიზმი, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.

ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის დასკვნის თანახმად, კეთილსინდისიერების შემოწმება უნდა შეეხოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და სასამართლოების თავმჯდომარეებს.  თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ არათუ არ დაიწყო მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნაზე მუშაობა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ  საკითხი დახურულადაც კი გამოაცხადეს. ეს კი სასამართლო სისტემას ართმევს საფუძვლიანი რეფორმირების სამომავლო პერსპექტივას.

დღეს პარლამენტის მიერ გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის მიმართ ლოიალური სამი მოსამართლის დაუმსახურებლად არჩევა სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება უარს აცხადებს კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნაზე, საქართველოს აშორებს ევროკავშირს და მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ სხვა გამოწვევებთან ერთად, შესაძლოა, გახდეს ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი. ” ნათქვამია “სასამართლოს გუშაგის” გამოხმაურებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!

11:13 02-20-2026
„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

13:47 02-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved