• რეკლამა
  • კონტაქტი
22:12, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამი მნიშვნელოვანი ამბავი საერთაშორისო პოლიტიკიდან და დიდი დარტყმა რუსეთის სამხედრო ეკონომიკისათვის – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
00:24 01-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
771
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
სამი მნიშვნელოვანი ამბავი საერთაშორისო პოლიტიკიდან:
1. სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში თითქმის ასი ათასი მოქალაქისაგან შემდგარი დემონსტრაცია მიმდინარეობს რობერტ ფიცოსა და მისი პრო-რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ სლოვაკეთი რუსეთის მარიონეტი არ არის და არც იქნება. ეს დემონსტრაცია 1989 წლის ანტისაბჭოთა დემონსტრაციის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდია ქვეყნის დედაქალაქისათვის, რომლის მოსახლეობაც 450 ათასი ადამიანია. რობერტ ფიცო აცხადებს, რომ საგარეო ძალებს მისი მოშორება უნდათ. ფიცოს ხელისუფლება სამი პარტიის არცთუ მყარ კოალიციაზე დგას. მას ადრეც ადანაშაულებდნენ კორუფციასა და პრო-რუსულ პოლიტიკაში. ფიცოს მთავრობა ერთხელ უკვე ჩამოიშალა, როდესაც 2018 წელს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ჟურნალისტი მოკლეს სლოვაკეთში. მაშინ ეჭვი ფიცოსთან დაახლოებულ ბიზნესმენებზე იყო მიტანილი. [ვიდეო – ბრატისლავა, სლოვაკეთი]
2. სერბეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივი გაფიცვაა. მოქალაქეებმა ვუჩიჩის ხელისუფლების წინააღმდეგ ნოვი სადსა და ბელგრადში ცენტრალური ქუჩები დაიკავეს. დემონსტრანტების შესახვედრად გავიდნენ სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის – ვუჩიჩის მხარდამჭერი მთავარი პროპაგანდისტული ტელევიზიის თანამშრომლებიც. დემონსტრანტებს ფერმერებიც უჭერენ მხარს, რომლებიც ერთგვარ ფარს ქმნიან დემონსტრანტების დასაცავად. გაიფიცნენ უნივერსიტეტები და მსახიობები. ისინი ვუჩიჩის მთავრობის გადადგომას მოითხოვენ და კორუფციაში სდებენ ბრალს – ნოემბერში ახალგარემონტებული რკინიგზის სადგური ჩამოიშალა, რასაც15 მოქალაქე, მათ შორის ბავშვი იმსხვერპლა. ზოგადად ვუჩიჩის წინააღმდეგ მრავალი ძალაა გაერთიანებული – პროევროპული ლიბერალები, ნაციონალისტები თუ გარემოს დამცველები. სერბეთში ორი წელია დემონსტრაციები მიმდინარეობს, მაგრამ ასეთი მასშტაბი აქამდე არ ყოფილა. 
3. წუხელ უკრაინელებმა დრონების გამოყენებით გამორჩეულად დიდი საჰაერო იერიშები მიიტანეს რუსეთის ენერგოინფრასტრუქტურაზე. დაბომბილთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც წლიურად 17.1 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს. ქარხანა უკრაინელებმა წინა წელსაც დაბომბეს, მაგრამ ახლა ზიანის მასშტაბი ბევრად დიდია.
და ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როდესაც გუშინ ტრამპმა განაცხადა, რომ ნავთობის ფასის დაწევით რუსეთის მოლაპარაკებებზე დაყოლიება შესაძლებელი იქნება, რადგან რუსეთი სწორედ ნავთობის შემოსავალზე დგას და რომ მისი ფასის დაწევით ომის შეწყვეტაც რეალური გახდება. მან ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებს ფასის კლებისკენ მოუწოდა. ფასი ერთი დოლარით შემცირდა. ეს მოკლევადიანი პროცესი არაა, მაგრამ იმ ფონზე, რომ ტრამპის განკარგულების შემდეგ ალასკის ნავთობმოპოვება სავარაუდოდ გაიზრდება და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მხრიდან ჭარბი წარმოებაც შესაძლებელია – ფასების კლება წარმოუდგენელი სულაც არ არის. რუსეთში სანავთობო ობიექტების დაბომბვა ფასის დაგდებას არ გამოიწვევს, მაგრამ გასაყიდიც თუ ბევრი აღარაფერი იყო ეს უკვე დიდი დარტყმა იქნება რუსეთის სამხედრო ეკონომიკისათვის. 
http://

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved