• რეკლამა
  • კონტაქტი
19:20, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამი ჩვენება და არც ერთი მოწმის – რის საფუძველზე დატოვა საპატიმროში გელა ხასაია მოსამართლემ?

ალია ავტორი - ალია
22:10 10-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
188

ფოტოზე – ბათუმი, უწყვეტი პროტესტის 308-ე დღე, ფოტოს ავრცელებს გვერდი “ევროპისკენ“.

კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრს, გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ გამოაცხადა.

ადვოკატის, ომარ ფურცელაძის განცხადებით, არ არსებობდა არავითარი წინაპირობა, არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი, რომ მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა.

როგორც გითხარით მოწმეთა ჩვენებებში არის არსებითი წინააღმდეგობა, უმეტეს მათგანში გელა ხასაია საერთოდ ნახსენები არ არის და საუბარი არ არის ხასაიაზე. ამ მომენტისთვის, რა თქმა უნდა, არ არსებობდა არავითარი წინაპირობა არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი, რომ მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, მაგრამ ეს იქცა სტანდარტად მაშინ, როცა საუბარი ეხება პოლიტიკურ, სამოქალაქო აქტივისტებს. მოლოდინები ძალიან დაბალია, ფაქტობრივად ფორმალურად გავდივართ ამ სხდომებს და პროცესებს. 

ერთადერთი მიზანი რაც ჩვენ გვაქვს ხოლმე ოპოზიციონირებისას ეს გახლავთ ის, რომ დოკუმენტურად ვაჩვენოთ ჩვენი სიმართლე – როდესაც ობიექტური შესაძლებლობა იარსებებს, მომავალში, მოხდეს ამ საქმეების გადახედვა, მოხდეს ამ საქმეების შეფასება სამართლებრივად, იმ მომენტისთვის არსებობდეს საკმარისი მტკიცებულებები დოკუმენტური, რომ რეალურად ამ პერიოდში და ამ დროის განმავლობაში ხორციელდებოდა ორგანიზებული, თანმიმდევრული დევნა აქტივისტებზე. 

არავითარი სამი მოწმე არ არსებობს, არსებობს სამი ადამიანი, რომელიც გამოკითხულია, საიდანაც 1 აბსოლუტურად არ უთითებს გელა ხასაიაზე, მეორე ადამიანი თითქოს ირიბად ახსენებს გელა ხასაიას ამბობს, რომ დარწმუნებული არ არის რომ რაიმე დანაშაული ყოფილიყო ჩადენილი გელა ხასაიას მხრიდან, ხოლო მესამე ადამიანი, რომელიც გელა ხასაიას სახელს და გვარს ახსენებს, ის არ ლაპარაკობს გელა ხასაიას მხრიდან რაიმე ქმედების განხორციელების ფაქტზე,” – ამბობს ომარ ფურცელაძე.  

ცნობისთვის, გელა ხასაიას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და მას ახლა ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved