• რეკლამა
  • კონტაქტი
01:16, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სამი ბავშვი, რომელიც მაშველებმა გადაარჩინეს, უსახლკაროდაა, ტანსაცმელიც არა აქვთ – მთავრობიდან არავინ მოსულა!”

ალია ავტორი - ალია
17:11 09-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

გლდანში მომხდარი ხანძრის შედეგად მარტოხელა დედა სამ შვილთან ერთად უსახლკაროდ დარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი, მოგელო ფეიქრიშვილი ავრცელებს, რომელმაც დედა და პატარები საკუთარ სახლში შეიფარა და ახლა ის დახმარებას საზოგადოებას სთხოვს, რადგან ოჯახს ყველაფერი დაეწვა:

„მინდა მივმართო საკრებულოს და ყველა თანამდებობაზე მყოფ პირს – როგორ არცერთი ადამიანი არ მოვიდა და არ დაინტერესდა არსებული მდგომარეობით?

უფლის წყალობით სამივე ბავშვი გადარჩა. ამ სამი არასრულწლოვანი ბავშვის დედა განადგურებულია ყველანაირად. ნაგირავები ბინა იყო და ყველაფერი ჩაიფერფლა იმ სახლში და გარეთ დარჩა სამი შვილით.

ელემენტარული ჩასაცმელიც კი აღარ აქვს აღარც ბავშვს და აღარც დედას. იაშვილის საავადმყოფოდან ბავშვებს შიშველ ფეხებზე ბახილები ჰქონდათ ამოცმული. რა ქნას ამ ახალგაზრდა დედამ?

ამ გოგოს კისერზეა ეს სახლიც და მეზობლების სახლებიც, რომლებიც დაზიანდა ხანძრის შედეგად. ძალიან გთხოვთ ეს ამბავი არ გავატაროთ და ყველას გთხოვთ, რომ მხარში დაუდგეთ დედას, რომელიც საქართველოს 3 შვილს უზრდის და მივხედოთ სათანადოდ, როგორც ეკუთვნის.

იმ სახლში რა მოხდა და როგორ გაჩნდა ხანძარი, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. ძალიან ვთხოვ საკრებულოს, „ქართულ ოცნებას“ ადამიანობა გამოიჩინონ და ამ გოგოს როგორც წესია ისე დაეხმარონ. ეს ადამიანები დღეს ჩემთან იმყოფებიან და ყველანი კარგად არიან. ძალიან გთხოვთ ყველანი დაგვეხმაროთ“.

შეგახსენებთ, რომ მეხანძრე-მაშველებმა გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის დროს სამი ბავშვი რამდენიმე დღის წინ გადაარჩინეს.

CYC.GE

თეგები: გლდანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved