ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამედიცინო ჰოლდინგს გიორგი ჩოგოვაძე უხელმძღვანელებს. მინისტრის თქმითვე, ახალი ჰოლდინგი საწყის ეტაპზე რამდენიმე კლინიკას მათ შორის რესპუბლიკურ სააავადმყოფოს, ონკოლოგიურ ცენტრსა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს გააერთიანებს. მეორე ეტაპზე კი ჰოლდინგში შევლენ რეგიონალურ ჯანდაცვაში გაერთიანებული კლინიკები.
გიორგი ჩოგოვაძე ამ დრომდე ეკონომიკის სამინისტროს შ.პ.ს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ხელმძღვანელობდა. მანამდე ის ტურიზმის ეროვნულ ადმინიტრაციას ხელმძღვანელობდა.
კომენტარები