• რეკლამა
  • კონტაქტი
03:33, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სამარცხვინოა, როდესაც მაგალითად სახავენ ალბანეთს, მოლდოვას და უკრაინას” – პარლამენტის თავმჯდომარე

ალია ავტორი - ალია
16:26 02-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
543

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ტყუილია, თითქოს ევროკომისია თუ ვენეციის კომისია ითხოვს „ვეტინგის სისტემის“ ჩატარებას და ამბობს:

„სამარცხვინოა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები მაგალითად სახავენ ალბანეთს, მოლდოვას და უკრაინას. ამის თაობაზე მქონდა მე დღეს განცხადება. საქართველო რამდენიმე თავით მაღლა და წინ არის სამივე ქვეყანასთან შედარებით. ნახეთ ნებისმიერი ანგარიში. სამივე ქვეყანასთან დაკავშირებით კორუფციის დონე როგორია ალბანეთში, ან უკრაინაში ან მოლდოვაში, მათ შორის სასამართლო სისტემაში და სხვადასხვა სტრუქტურებში. ნახეთ როგორია ფინანსების გამჭვირვალობა ამ ქვეყნებში, მათ შორის „ვეტინგი“ ძირითად შეეხება ქონების გადამოწმებას. ჩვენთან ქონების გადამოწმება ხდება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დეკლარაციების მეშვეობით, მათ შორის მოსამართლეებიც ავსებენ ამ დეკლარაციას. დღესაც მონიტორინგში მოხვედრილი არიან იუსტიციის საბჭოს ყველა წევრი და 26 მოსამართლე, რომლებიც ამ წელს გაივლიან მონიტორინგს, დაექვემდებარება მათი შემოსავალი მონიტორინგს ისევე, როგორც ისინი შარშანაც იყვნენ მონიტორინგის ქვეშ. წლების განმავლობაში მიდიოდა კამპანია ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ, მათ შორის ამ კამპანიისთვის გამოიყენებოდა ევროპიდან და ამერიკიდან მიღებული გრანტები.

ყველა საქმეში გამართლდა ქართული მართლმსაჯულება და გამტყუნდა ყველა ის NGO თუ უცხოელი აქტორი, რომელიც აბრალებდა საქართველოს სასამართლოს და მოსამართლეებს, რომ ისინი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. შეგახსენებთ, რა საქმეები არის. „რუსთავი 2“-ის, ახალაიას, მელიას, სააკაშვილის საქმე. ყველა ამ საქმეზე წლები მიმდინარეობდა კამპანია“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved