ოცნების წევრი გენო პეტრიაშვილი აჭარის ტელევიზიის ეთერში, ყოფილ პრემიერზე, გიორგი გახარიაზე საუბრისას ამბობს:
“გახარიას ვუსმენდით საგამოძიებო კომისიაზე და არ მგონია, რომ დამნაშავედ გრძნობდეს თავს ამ თემასთან დაკავშირებით. სინდისის ქენჯნაც არა აქვს, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით სამშობლოს ჩვენი ტერიტორიები დაიკარგა ხო? ამაზე მეტი ტრაგედია რა შეიძლება იყოს? ადამიანმა დაკარგა ტერიტორიები და სინდისის ქენჯნაც არ აწუხებს, არ ვიცი, რა განცხადება უნდა გავაკეთო გახარიაზე, უბრალოდ სამარცხვინოა მისი ქმედება”
პროკურატურამ გახარიას დღეს ბრალი ჩორჩანას საგუშაგოსა და 20 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე წარუდგინა. პროკურატურის ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება














კომენტარები