თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი დავით ბერძენიშვილზე და ხათუნა სამნიძეზე თავდასხმას ეხმაურება და წერს:
“სამარცხვინო სიბრიყვეა იმის მტკიცება, რომ ქუჩაში პოლიტიკოსებზე თავდასხმასთან ხელისუფლება არაფერ შუაშია!
დაუსჯელობა, 5 ივლისის ხან პირდაპირ და ხან მოგუდულად გამართლებაა ამგვარი “გაბედულების” მთავარი მიზეზი.
ქვეყანა ზარალდება, ყოველი ასეთი საჯაროდ გამოხატული ქმედება და დაუსჯელობა რეგრესის მაჩვენებელია, თორემ დათოს და ხათუნას ამით არაფერი უშავდებათ. სულ არაფერი.
კომენტარები