• რეკლამა
  • კონტაქტი
19:17, კვირა, 15 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სამარცხვინო ადამიანი ხარ, დამნაშავე ხარ, პრემიერო! ბოდიში უნდა მოუხადო საკუთარ შვილებს!” – სამადაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:08 03-24-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,572

“ლელოს” დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს, უთხრა:

“როგორც გაფუჭებული საათი აჩვენებს ხანდახან სწორ დროს, ასე დღეს ამ კაცმა, რომელსაც ამ ქვეყნის სამარცხვინოდ ჰქვია დღეს პრემიერმინისტრი, ერთი სწორი რამ თქვა, რომ ქვეყნის მტრობაა ევროპული დღის წესრიგისთვის ხელის შეშლა და ეს თუ ასეა, თქვენ რატომ გქვიათ ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი, უმრავლესობაში რატომ სხედან ეს ხალხი? იმიტომ, რომ თქვენი დამსახურებით და ქვეყნის მტრობით ამ ქვეყანას დღეს არ აქვს კანდიდატის სტატუსი. და ეს თუ სწორია, დღეს აქ, ამ დარბაზში რატომ არ მოხვედით დიდი ნაცრის ყუთით, რატომ არ წაიყარეთ თავზე ნაცარი და რატომ არ დაურიგეთ თქვენს უმრავლესობას აქ, პარლამენტში და mea culpa-თი რატომ არ დაიწყეთ გამოსვლა – სამჯერ, სამჯერ უნდა დაიძახოთ mea culpa, დამნაშავე ვარ-ს ნიშნავს ლათინურად. დამნაშავე ხართ თქვენ, ბატონო პრემიერო.

დამნაშავე ხართ იმაში, რომ ახალგაზრდებს, რომლებმაც საკუთარი საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ეს ქვეყანა, იმიტომ, რომ არანაირ კანდიდატის სტატუსზე არ იქნებოდა საუბარი რუსეთის დავალება რომ ბოლომდე მიგეყვანათ და მიგეღოთ რუსული კანონი, თქვენ უწოდეთ სატანისტები. დამნაშავე ხართ!

დამნაშავე ხართ უკრაინის წინაშე, იმიტომ, რომ აქ ვერ გაბედავდი შენ დგომას და საუბარს კანდიდატის სტატუსზე, დღეს რომ უკრაინაში გმირულად არ იბრძოდნენ, მათ შორის, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. და დამნაშავე ვარ და მაპატიეთო, უნდა გეთქვა უკრაინელებისთვის, რუსების მიერ მოკლული, გაუპატიურებული უკრაინელი ბავშვებისთვის, აქ რომ სამარცხვინოდ გამოდიხარ და იმაზე საუბრობ ნიშნისმოგებით, რომ უკრაინაში თურმე რა დღეში არიან და უკრაინიზაცია უნდა აქ ვიღაცას ჩვენი ქვეყნის.

სამარცხვინო ადამიანი ხარ და უნდა დაიწყო ყველა გამოსვლა – დამნაშავე ვარ, mea culpa, mea culpa, mea culpa! ბოდიში უნდა მოუხადო საკუთარ ოჯახს და საკუთარ შვილებს, იმიტომ, რომ გიწევს ამ სირცხვილით ცხოვრება, თქვენ და ყველა თქვენგანს, რომ ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წახვედით”.

 

თეგები: სალომე სამადაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved