• რეკლამა
  • კონტაქტი
08:58, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სამაგიეროდ, “ოცნება” იქნება კმაყოფილი” – რას წერს ინაშვილი სახალხო დამცველზე

ალია ავტორი - ალია
14:09 06-16-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,098

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი:

“მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირი “სახალხო დამცველის აპარატის დახმარებისა და ხელშეწყობის პროექტს” გიორგი ტუღუშს აბარებს. ანალოგიურ პროექტს ის 2009 წელსაც უძღვებოდა. მოქმედი სახალხო დამცველი აცხადებს, რომ აუცილებლად ითანამშრომლებს გიორგი ტუღუშთან. ითანამშრომლებს, რა თქმა უნდა!!! ბატონ იოსელიანს არც 2004-2012 წლების მოვლენები შეხებია და, ვფიქრობ, ისიც არ ესმის, სად მოხვდა. სამაგიეროდ, “ქართული ოცნება” იქნება კმაყოფილი მის მიერ მხარდაჭერილი სახალხო დამცველის ასეთი ღრმა კონსტრუქციულობით.
ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ ბატონი ტუღუში სააკაშვილის რეჟიმის ერთგული და აქტიური დასაყრდენი გახლდათ, რომელიც სასჯელაღსრულების მინისტრი იყო, მაგრამ ციხეებში პატიმართა მასობრივი წამების ფაქტებს ვერც ხედავდა, არც იმჩნევდა და არც აღიარებდა, თუმცა, ამ სასტიკ დანაშაულზე დეტალური ინფორმაცია ჰქონდა. სწორედ მისი დავალებითა და მონაწილეობით გააქრეს სასჯელაღსრულების სისტემიდან დანაშაულის ამსახველი ვიდეომასალა (სათვალთვალო კამერებით გადაღებული მასალები), რომლებიც 2012 წლის ცნობილი მოვლენებისას, თურმე, წაიშალა. ახლა გიორგი ტუღუში ევროკავშირის ეგიდით სახალხო დამცველის აპარატის გამართულ ფუნქციონირებაზე მორიგჯერ იზრუნებს. აბა, თქვენ იცით. ნაყოფიერად ითანამშრომლეთ ერთმანეთთან “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ-დანიშნულმა სახალხო დამცველმა და სააკაშვილის რეჟიმის სახემ- გიორგი ტუღუშმა. აი, ეს ხალხი გვპირდება, რომ დაიცავს ადამიანის უფლებებს.
? ფრაგმენტი გ. ტუღუშის ბიოგრაფიიდან:
2009 წლიდან ხელმძღვანელობდა ევროკავშირის პროექტს “სახალხო დამცველის ხელშეწყობა”, ამავე წელს საქართველოს პარლამენტმა აირჩია საქართველოს სახალხო დამცველად. 2012 წლის სექტემბერში დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად.”
თეგები: ირმა ინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved